ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას სასამართლოს ბუფეტში სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას სასამართლოს ბუფეტში სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამზარეულოს სკამები და სხვა ინვენტარი თავზე გადაალეწეს. 3 საათზე უნდა დაწყებულიყო სასამართლო პროცესი, თუმცა მათ ჭამა არ აცადეს.

Read More »

ზვიად კუპრავა: ჩემი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გახარიამ მიიღო

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს საქმეს, არის თუ არა შსს-ს მიერ წუხელ დაკავებული 4 პირი – ლაშა ცუცქირიძე, ზვიად კუპრავა, დავით ჭკადუა და გოგალაძე სამართალდამრღვევი. “ჩემი დაკავება წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა გახარიას მიერ მიღებული”- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავამ განაცხადა. “ჩემი დაკავება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული.” – განაცხადა ზვიად კუპრავამ. ...

Read More »

„წულუკიანი კი არა სააკაშვილი გადადგა საპროტესტო აქციების დროს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა“ – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძის (კაა-ს) დაკავებას ეხმაურება. “ეს მაგარი ბიჭი არის ლაშა ცუცქირიძე, იგივე კააა! ამ ზაფხულს გავიცანი, როცა არჩევნებზე ერთად ვარიგებდით დიდი დიღმის კორპუსებში ბუკლეტებს. დღეს დააკავეს კარვების აქციაზე. ხელისუფლებას მივმართავ: ეს არ არის გრეჩიხას საკანი, ეს არის შვილმოკლული მამების პროტესტი და ნუ ცდილობთ მათ იზოლირებას აქტიური მხარდამჭერებისაგან( ზვიად კუპრავაც დაკავებულია). არაფერი არაა ...

Read More »

“ნუ მომკლავ” – სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს

“ნუ მომკლავ” – სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა ბანერი პარლამენტის შიდა ეზოში შეიტანეს და არ იციან დაუბრუნებენ თუ არა უკან. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილზე განთავსებული კარვები პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. პოლიციის თანამშრომლებმა კარვები ინვენტარისგანაც გაათავისუფლეს, გასაშლელი საწოლები ყვითელ ავტობუსში აიტანეს. ამ დროისთვის კარვებში აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და ის სრულად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.

Read More »

„საპროტესტო აქცია რუსთაველზე 14:00 საათის ნაცვლად 18:00-ზე გაიმართება“ – ზაზა სარალიძე

რუსთველის გამზირზე აქცია #ნუმომკლავ ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა სარალიძე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია 14:00 საათის ნაცვლად 18:00-ზე იქნა გადატანილი. სარალიძის განცხადებით, ის სასსამართლოში მოწმის სახითაა დაბარებული და სწორედ ამიტომ გადაიდო აქცია.

Read More »

ზვიად კუპრავას და აქციის სამი მონაწილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას და აქციის სამი მონაწილის დაკავებასთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და ...

Read More »

რუსთაველზე ზვიად კუპრავა და კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს!

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის “ნუ მომკლავ!” ორგანიზატორები და მონაწილეები დააკავა. დაკავებულთა შორის ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც არიან. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან. უწყებაში აქციის მონაწილეთა დაკავების უშუალო მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს ზაზა სარალიძის ...

Read More »

„ნეტა თუ ხვდება ეს ხალხი დღეს რა მოხდა, დღეს დაანახეთ ბიძინას, რომ თქვენი არ უნდა ეშინოდეს?“-მამუკა გამყრელიძე

“ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული, რომ ნიშნისმოგების კომენტარებს ვხედავ. ნეტა თუ ხვდება ეს ხალხი დღეს რა მოხდა? დღეს დაანახეთ ბიძინას, რომ თქვენი არ უნდა ეშინოდეს. პერიოდულად ძვალს გადმოგიგდებთ, ხანდახან პაიკსაც შეგწირავთ და ამით მოგიყომარებთ. მესამე პირში იმიტომ ვწერ, რომ მე პას. ლაო ძის აქვს ასეთი სიბრძნე, თევზი ბადეში რომ გაეხვევა თუ იფართხალებს უფრო მეტად გაებმება და თუ გაჩერდება წყლის დინება ...

Read More »

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქართველი მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ბლოგზე გურამ შეროზია ავრცელებს. მომღერალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. 29 მაისს ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. TVM NEWS-ის მედია ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. https://www.facebook.com/guram.sherozia.blog

Read More »

“თუ მმართველი პარტია მეტყვის, რომ უნდა წავიდე, არც ხვეწნა დამჭირდება და არც ყიჟინი” – წულუკიანი

თეა წულუკიანი მისი გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება: “თუ მმართველი პარტია მეტყვის, რომ მე ჩემი თანამდებობიდან უნდა წავიდე, მე არც ხვეწნა დამჭირდება და არც ყიჟინი, მაგრამ რამდენიმე არასმთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც სურთ რეფორმები გატარდეს ისეთი, როგორიც უნდათ, ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო და მასში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო. მისი პასუხისმგებლობაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ჩემი უწყების მუშაობას, სხვა შემთხვევაში ეს ...

Read More »

სარალიძის თქმით, მან იცის, ვინ დაანგრია ფარდული, ეს პიროვნება შსს-ს თანამშრომელია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა “კვირის აქცენტებში”მთავარ მოთხოვნებზე საუბრობს. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ითხოვს და ასევე, აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ. ზაზა სარალიძის განცხადებით, შს მინისტრის მიმართ მას უნდობლობა გაუჩნდა. „ვიცი, უბრალოდ, თავს შევიკავებ დასახელებისგან, ვინ გასცა ბრძანება ამ ფარდულის ბრძანების, ეს არის გახარიას უწყებიდან. გახარიას, რომ ვუთხარი ამა და ...

Read More »

“მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ”-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძის თხოვნით, მისმა თანამებროლებმა კარვები სავალ ნაწილზე გადაიტანეს. სარალიძის განცხადებით, კარვები იქამდე დარჩება რუსთაველზე, სანამ მათი, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის, მოთხოვნები არ შესრულდება. “გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ ...

Read More »

ფსიქიკური დარღვევები – ის, რაც გგონია რომ შენ არ შეგეხება

იცით თუ არა, რომ ფსიქიკური დარღვევები უვითარდება ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რა ტიპის ფსიქიკური დარღვევები არსებობს? არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა), რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგადად, ამ დარღვევების მქონე ადამიანებს – აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა ახასიათებთ. ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ...

Read More »

მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს  აღკვეთის ღონისძიების სახლით წინასწარი ორ-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბარლდების შუამდგომლობა. როგროც პროცესის დაწყებამდე პროკურორი აცხადებდა, მუხედავად იმისა, რომ  სუბელიანმა კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მძმე დანაშაულის შესახებ შეიტყო, მან ამის შესახებ გამოძიებას არ შეატყობინა. „ბრალდებულ მირზა სუბელიანს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1 ...

Read More »

“ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები არ იქნება გამოაშკარავებული,”- სარალიძე ბრძოლას კარავში აგრძელებს

აქცია პარლამენტის წინ – რუსთაველის გამზირის წინ გზის სავალ ნაწილზე კარვები გადააქვთ. სულ ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბრძოლა გააგრძელონ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა მოქალაქეები მათ გვერდით. კარავი გზის სავალ ნაწილზე დგას, რის გამოც ადგილზე ავტომობილები ვერ იმოძრავებენ. კარვების ცენტრალურ გზაზე გადატანამდე მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ საზოგადოებას კარვების გადატანის თხოვნით მიმართეს. “ზაზა სარალიძე აქ ...

Read More »