ეს ქალი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმსივნედ იქცა! მთელ ინსტიტუციურ ძალაუფლებას პირადი შურსძიებებისთვის იყენებს – ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: ,,ეს ქალი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმსივნედ იქცა! მთელ ინსტიტუციურ ძალაუფლებას პირადი შურსძიებებისთვის იყენებს! წულუკიანის გადადგომა ახლა არის ყველაზე საბაზისო რამ იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნება და ნორმალურად ფუნქციონირება შეძლონ”, – წერს ანა სუბელიანი. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თუ თეა წულუკიანი არ ...

Read More »

სეისმოლოგები არ გამორიცხავენ განმეორებით ბიძგებს საქართველოში!

ძლიერი მიწისძვრა საქართველოში – 5.6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობდა. შესაბამისად ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იყო საგრძნობი. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია – არ არის ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებაც. დედოფლისწყაროს გარდა ძლიერი ბიძგები შეინიშნებოდა სხვა რეგიონებშიც, ასევე თბილისში. სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ის მომხდარზე გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იქნება.

Read More »

დედაქალაქის მთავრობა მეტროს მართვის სადავეების გადაცემას რუსული კომპანიისთვის აპირებს – ხაბეიშვილი

საკრებულოს ოპოზიცია მეტროს მართვის სადავეების ერთ-ერთი რუსული კომპანიისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ საუბრობს და მერიისგან ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერია სტრატეგიული ობიექტის, მეტროს მართვის სადავეების გადაცემას რუსული კომპანია “ოპორასთვის” აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, თუმცა გარიგების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. „დედაქალაქის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რომ მეტროს მართვის სადავეები გადაეცეს კონკრეტულ ...

Read More »

“ნაციონალები” უკან ვეღარ დაბრუნდებიან, მაგრამ”…

გიორგი გაჩეჩილაძის ბლოგი   ამონარიდი წერილიდან “ვეკითხები წულუკიანს და დანარჩენებს, როდის გაიწმინდება პროკურატურა და სასამართლო “ნაცების”კადრებისგან?!    თემაა ამჟამინდელი მმართველი ძალები.    2012 წელს სრულიად საქართველომ “ქართულ ოცნებას”დიდი ნდობა გამოუხატა. ექვსი წელია გასული იმ ისტორიული პერიპეტიებიდან და “ოცნება”წლების განმავლობაში საკუთარ ავტორიტეტსა და თავის დროზე მოსახლეობის დიდ სიყვარულსა და ნდობას თანდათან ჰაერს ატანს. ყველას გვახსოვს რომ იყო დიდი დაპირებები, რომ საქართველოში ...

Read More »

“იმ კომისიას როგორ ვენდო რომელშიც ეკა ბესელია შედის?” – ზაზა სარალიძე

“ქალბატონ ეკა ბესელიასთან როგორი დაპირისპირება მქონდა. როგორ უნდა ვენდო იმ ადამიანს, რომელიც კომისიაში შედის, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა, რომ პოლიტიკური პარტია არის ამოფარებული ჩემს უკან და პოლიტიკურად ვიბრძვი მე. პირდაპირ შეურაცხყოფა მომაყენა და იმას ვენდობი?”, – ასე უპასუხა, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, გადაცემა “რეაქციაში”დასმულ შეკითხვას – ენდობა თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. ზაზა სარალიძე ამბობს, ...

Read More »

დღეს კახი კავსაძე 83 წლის გახდა!

დღეს, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის კახი კავსაძის დაბადების დღეა. მას 83  წელი შეუსრულდა. TVM NEWS-ის მედია ჯგუფი ბატონ კახის ულოცავს 83 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული ...

Read More »