რუსეთი აგრესიას განახორციელებს ერთადერთ შემთხვევაში: თუ დაინახავს საშიშროებას, რომ ნატო შეიძლება მის საზღვრებს მიუახლოვდეს და საფრთხე შეუქმნას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 4 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაზე სამხედრო აგრესია განხორციელდება, “უწყებას კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს”. მისი განმარტებით,  აღნიშნული გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეკავებასთან ერთად,  სტაბილურობის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს: “იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება,  ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით,  რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე… შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური,  ისე სამხედრო კომპონენტის, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას,  რათა პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში, მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით”… მინისტრს თავის გამოსვლაში არ განუმარტავს,  კონკრეტულად რა განაპირობებს საქართველოს თავდაცვის გეგმის ეფექტიანობას ან რა სტრატეგიას ეფუძნება პოტენციურ მოწინააღმდეგეზე პოლიტიკური ზეწოლის გეგმა და რატომ შეიძლება ის აგრესიის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.  არის თუ არა დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისთვის მზად და რა რესურსებს ფლობს ქვეყანა რეალურად ამ თვალსაზრისით? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი. _ ბატონო გურამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მის უწყებას აქვს ნატოს სტანდარტების შესაბამისი გეგმა, რომელიც აერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო  კომპონენტებს. ეფექტიანი თავდაცვის  გეგმა აქვს დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს? _ მე, ...

Read More »

მგონი პარლამენტარი გუგული მაღრაძე სექსის აკრძალვასაც აპირებს, რადგან მას ამის გამოცდილება არ გააჩნია!

ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი „რეფორმატორი ქალბატონი“, პარლამენტარი გუგული მაღრაძე, რომელიც გვახსენდება ყველას, სიგარეტის აკრძალვით, დელიკატესი პროდუქტების გაძვირებით, პენსიონერებისთვის იძულებითი დიეტის დანიშვნის ავტორი და მრავალი ასეთი „ხალხზე ზრუნვის“ საბაბით შემოტანლი რეფორმებით. ამჯერად გვთავაზობს უნიკალურ და განუმეორებელ რეფორმას, ანუ მას უნდა ქვეყანაში აიკრძალოს სექსი,რადგან ამ სფეროში დიდი გამოცდილებით ვერ გამოირჩევა. წარმოიდგინეთ რა მოხდება საქართველოში, თუ პარლამენტმა ეს რეფორმაც დაამტკიცა.

Read More »

რუსეთში უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ ხელებს გვიგრეხენ”.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის თავის სავაჭრო პარტნიორებს ხელებს უგრეხს. ამის შესახებ ლუკაშენკომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან თათბირზე განაცხადა. „ბოლო დროს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი – რუსეთი ბელარუსის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციას აწესებს. თვითონვე სანქციების ქვეშ არიან და ამავე დროს მოკავშირეებს იგივე ხერხით ებრძვიან. თუ ნავთობსადენების რემონტია საჭირო, შეაჩერეთ ნავთობის ტრანზიტი და დაიწყეთ რემონტი, რადგან სიკეთე, ...

Read More »

საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ჩვენ ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას,  მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა სექსუალური უმცირესობის უფლებებს ეხებოდა. კითხვის ავტორმა შეახსენა პრემიერს 2018 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქცია, რომლის ჩაშლის მიზეზი  მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარა გახდა.პოლიციამ კი  ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეების   უსაფრთხოება. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტ თემმა  წელს თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი  უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ. ...

Read More »

სამოდელო სააგენტო „კატრინი“ საუკეთესოა, ველით ანტალიიდან საქართველოს გამარჯვებას!

9 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით ანტალიაში საერთაშორისო სამოდელო კონკურსი ,,Golden Star Kids,,-2019 გაიმართება. სპეციალური მიწვევით: Little Mister Planet-2017; Prince of the World-2018; Mini Mister International,,-2018 ნიკოლოზ ბერძენიშვილი; Little Miss Planet-2014; Princess of the World-2015; Mini Miss International -2018 ანასტასია ბაკურაძე; Little Miss Galaxy-2017; Princess of the World-2018; Mini Miss Global -2018 მარიამ ბერძენიშვილი; საერთაშორისო ჟიური: ეკატრინე მგალობლიშვილი; ფატუნა ბუშიჰედი. საქართველოს ...

Read More »

ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა – „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ შეიძლება ნატო-ზე უარი ვთქვათ“.

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს.     ნინო ბურჯანაძის აზრით, ობიექტურად განწყობილი მსმენელის განწყობაზე სააკაშვილის გამოსვლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებდა. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი ილაპარაკოს და გააკეთოს იმისთვის, რომ დატოვოს ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს არის – დარჩეს ივანიშვილის მთავარ ოპონენტად და ამით მიაღწიოს თავის მიზნებს.     როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ...

Read More »