პუტინი: „რუსეთი და თურქეთი სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „რუსეთი და თურქეთი სირიაში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ“. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთისთვის რუსული წარმოების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხიც განიხილეს. accent.com. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

Read More »

რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი კალაძეს? რა მოხდა კალაძესა და ივანიშვილს შორის.

თბილისის მერს, რომელიც გრიპის ეპიდემიის დროს ალპებში პოზირებდა, ივანიშვილი აშანტაჟებს. ოლიგარქი კახი კალაძის იძულებას – უპირობოდ შეასრულოს მისი მითითება, სხვადასხვა, მათ შორის ძალიან მძიმე გზებით ცდილობს. რა მოხდა კალაძესა და ივანიშვილს შორის? დავიწყოთ თავიდან: ჯერ კიდევ 2012 წელს, კალაძემ ივანიშვილს შს მინისტრობა სთხოვა. თუმცა, მილიარდერმა მას ღარიბაშვილი ამჯობინა. მოგვიანებით, კალაძემ ოლიგარქს კვლავ შეჰბედა – დაენიშნა პირველ პოლიციელად, მაგრამ ამჯერად, ივანიშვილმა ...

Read More »

ტერიტორიების  თემა  საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა.

დღეს ბევრი  ლაპარაკობს იმ  შეცდომებზე, რომლებიც  “ქართულმა ოცნებამ” და  მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების  სათავეში მოსვლის შემდეგ დაუშვეს,  მაგრამ იყვნენ და  არიან ადამიანები,  რომლებიც,  მიუხედავად იმისა,  რომ თავიდან მხარს  უჭერდნენ “ქართული ოცნების” ბრძოლას  სააკაშვილის ქართველთ მოძულე რეჟიმის წინააღმდეგ,  ამ პოლიტიკური ძალისა და მისი  ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ამ ადამიანთა შორის  არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ასრულდა. წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების I ტურის შემდეგაც “საქართველო და მსოფლიო”  უამრავ წერილს იღებდა და იღებს მკითხველისგან.  მათ აინტერესებთ  ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები და შეფასებები საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე.  ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ალექსანდრეს კომენტარებისთვის, მაგრამ,  რაკი ბოლო ექვს წელიწადში ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი არ შეცვლილა, ხოლო  არსებულ ვითარებაზე მისი თვალსაზრისი და შეფასებები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში,   იმავეს გამეორებაში აზრს ვერ ხედავს. ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან, სადაც ალექსანდრე ჭაჭია საუბრობს პრეზიდენტის ...

Read More »

ნატო-ს წვრთნების გამო, შავ ზღვაში რუსული გემები პატრულირებენ.

     როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნების „ზღვის ფარის” გამო, შავ ზღვის აკვატორიაში რუსთის ფლოტის სადაზვერვო და სამხედრო ხომალდები პატრულირებენ.      „შავი ზღვის აკვატორიის წინასწარი განსაზღვრულ რაიონებში ორგანიზებული პატრულირება სადაზვერვო ხომალდებით, ასევე სამხედრო გემებით, სანაპირო სარაკეტო კომპლექ „ბასტიონით” და „ბალით”, ასევე საზღვაო ავიაციის მონაწილეობით” – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.      შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 8 ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი: შემთხვევით, ეშმაკი 1.65 სმ ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს და სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს წერილს, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. სააკაშვილი ივანიშვილს მიცვალებულებით სპეკულირებაში ადანაშაულებს.     „ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაუწერა წერილი და მან გამოაქვეყნა იმიტომ, რომ მაგ წერილს, ვერ დაწერს კი არა, ვერ გამოთქვამს კი არა, ვერც წაიკითხავს რომ წააკითხო ასეთ რთულ სიტყვათწყობას….     ამ წერილში ნათქვამია ...

Read More »

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტის განმეორებით კენჭისყრაზე გატანა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. ...

Read More »