საქართველოში სავიზო პროცედურებს ყველაზე ხშირად ირანელები არღვევენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველოს სავიზო პროცედურებს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები არღვევენ. გასული წლის დეკემბერში ირანის მოქალაქეების მიერ სავიზო რეჟიმის 214 დარღვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მოქალაქეების შემთხვევაში 88 ასეთი დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. სავიზო რეჟიმის დარღვევა ფიქსირდება ინდოეთის (17), რუსეთის (17), თურქეთის (15), აზერბაიჯანის (14), სომხეთის (14) და ერაყის (9) მოქალაქეების შემთხვევებშიც. სავიზო ნორმების დარღვევებით ირანელები ლიდერობდნენ წინა თვეებშიც, ოქტომბერში ასეთი 158 ...

Read More »

11 იანვარს მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ფარგლებში თბილისის საკრებულომ უმასპინძლა პროექტის მონაწილე ქვეყნებს

11 იანვარს world rising star 2019 წლის დაჯილდოვების ცერემონიამდე თბილისის საკრებულომ ქართული სულისკვეთებით უმასპინძლა პროექტის მომაწილე 20 ქვეყნის დელეგაციას და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ, მისალმების შემდეგ კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებთან. შეგახსენებთ, რომ ღონისძიების სულისჩამდგმელი სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი: ეკა მგალობლიშვილია. TVM NEWS-ის ჟურნალისტმა ექსკლუზივი ადგილზევე აიღო თბილისის საკრებულოს დეპუტატისგან, რომელსაც აქვე გთავაზობთ: – ბატონო ირაკლი თუ შეიძლება ...

Read More »

შენი აფეთქება და ბენლადენობა გვაკლია ფოფხაძეებს სრული ბედნიერებისთვის“

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „კაი ახლა გედი, შენი აფეთქება და ბენლადენობა გვაკლია კიდე ფოფხაძეებს სრული ბედნიერებისთვის )))))“ – წერს გიორგი ფოფხაძე.. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში იხუმრა, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებულ სიას დაამტკიცებს,შეიძლება  პარლამენტში მივიდეს და პროტესტის ნიშნად, ტროტილით აიფეთქოს თავი. alia.ge

Read More »

კატასტრპფა: მესამე შემთხვევა ერთ დღეში – თბილისში სავარაუდოდ, გრიპის გართულებით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით,  გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა. როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოში იყო მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. დამატებით დეტალებს “მარშალპრესი” უახლოეს ხანში მოგაწვდით. Marchalpres.ge

Read More »

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს

სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რადგან ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების, ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზეშეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან. მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია ...

Read More »

ყველაზე დიდი შეცდომა

აიწია თუ არა ფასებმა ქვეყანაში – შესაბამის თემაზე საპარლამენტო უმრავლესოის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ისაუბრა. დეპუტატს წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა შეახსენა შარშანდელი განცხადება, რომლის მიხედვით, გუგული მაღრაძე თვლიდა, რომ ადამიანს 10 ლარად ოთხი ბოთლი ზეთის ყიდვა შეეძლო. გუგული მაღრაძემ დაადასტურა, რომ დღესაც შესაძლებელია ამ ფასად იგივე რაოდენობის პროდუქციის შეძენა. “ამაზე ნუღა მალაპარაკებთ, 2 და 90 ღირს ზეთი. ...

Read More »