ბრიტანელმა მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში გემების ჩაძირვის საიდუმლოს მიაგნეს

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მოახერხეს ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებული გემების ჩაძირვის საიდუმლოს გახსნა. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა “დეილი სტარი” წერს. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე გემების ჩაძირვას იწვევენ 30-მეტრიანი ე.წ. “სიკვდილის ტალღები”, რომლებიც ძალიან ხშირად ჩნდებიან ბერმუდის სამკუთხედში. პირველი ასეთი ტალღები ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილია 1977 წელს. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სახის და სიძლიერის ტალღები თითქმის არაფრიდან ჩნდებიან ...

Read More »

სამოდელო სააგენტო კატრინის მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება და გულწრფელი ემოციები (ვიდეო)

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი ულოცავს „კატრინს“ და მის დამფუძნებელ ეკა მგალობლიშვილს მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით გზაზე. თქვენ საქართველოს ეამაყებით! ეკატერინე მგალობლიშვილი: „ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რაც მე როგორც დედამ და როგორც ნაციონალურმა დირექტორმა განვიცადე. 103 კონკურსანტს შორის ღირსეულად გაიმარჯვა საქართველომ. ძალიან მაღალი დონის კონკურსი და დიდი კონკურენცია იყო. ანასტასია ბაკურაძე- Mini Miss International-2018; ნიკოლოზ ბერძენიშვილი- Mini Mister International-2018. ...

Read More »

“გამოფხიზლდით ხალხოოო, უფსკრულში ვართ”

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან”, ირაკლი მარშანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ივანიშვილი აბოლებს: “2012 წელს ივანიშვილმა დააბოლა მოსახლეობა. ახლა ფაროსანამ ნელ-ნელა დაიწყო ხალხის გამოფხიზლება, მაგრამ ივანაშვილმა მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვა და… ეგ არი ახდენილი ოცნება? მაგრამ ივანიშვილს უნდა გაღატაკებული და დაჩლუნგებული ქართველი ერი, რომ ადვილად მართოს. გამოფხიზლდით ხალხოოო, უფსკრულში ვართ”! ავტორი: გურიის მოამბე

Read More »

მარგველაშვილი: “კვირიკაშვილთან არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს ჰქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი. მისი თქმით, კვირიკაშვილთან მუშაობდა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. „ვთანამშრომლობდით იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შეგვეძლო კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Read More »

,,ივანიშვილი პატრიარქს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის ურთიერთობაზე ისაუბრა: -ბევრი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო ის, რომ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს პატრიარქს. არ მსიამოვნებდა ხოლმე, ვაწყვეტინებდი, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. მერე მივხვდი, ეს რაღაც პიროვნული კი არ არის, მას როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს. http://sarkenews.ge

Read More »

ივანიშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად მაღალი ჩინის სამღვრდელოების პირი დაასახელოს

ეს ინფორმაცია ერთ-ერთი უცხოური წყაროდან შევიტყვეთ, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად მაღალი ჩინის სამღვრდელოების პირი დაასახელოს, რომელიც როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებშიც ისარგებლებს ნდობის მანდატით. ოფიციალური წყაროთი ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. თუმცა მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და სულ მალე შევიტყობთ ვის დაუჭერს მხარს არაორმალური მმართველი, ფსევდო დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ-სალომე ზურაბიშვილს თუ რომეიმე ახალ კანდიდატს შემოგვთავაზებს.

Read More »