როგორც საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის – სუდან 1-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი