TVM NEWS-ის მედია ჟურნალისტი გაესაუბრა, საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილს, სანოდელო სააგენტო “კატრინი”ს დამფუძნებელს. რომელიც გვპირდება, რომ წინ ძალიან საინტერესო ზამთარი გველოდება და მისი მოდელები მსოფლიო ასპარეზზე წარმატებებს არ მოგვაკლებენ! მის ექსკლუზიური ინტერვიუს მოკლე ჩანაწერსაც აქვე გთავაზობთ:

ეკატერინე მგალობლიშვილი:
“ესე ლამაზად და წარმატებით დასრულდა ორი საერთაშორისო სამოდელო და ტალანტის კონკურსი — ანტალიასა და დუბაიში.
ორივე ქალაქში, სხვადასხვა სცენაზე, ჩვენ — საქართველოს დელეგაციამ — ღირსეულად წარმოვადგინეთ ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი ქვეყანა.
ყოველი გამოსვლისას, ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა მსოფლიოს მრავალფეროვან სცენებზე,
ხოლო გულში მუდამ გვახსოვდა — ჩვენ ქართველები ვართ, პატარა, მაგრამ დიდი ისტორიისა და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნიდან. ✨
ეს გზა მარტივი არასოდესაა…
მას ახლავს უძილო ღამეები, დაღლილობა, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შრომა.
მაგრამ როცა ბოლოს ბავშვების ბედნიერი თვალები გიყურებენ, ხვდები — ყოველი წუთი, ყოველი ძალისხმევა ამად ღირდა.
მადლობა უფალს — ძალისთვის, შთაგონებისთვის და იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის,
რომელიც თითოეულ ნაბიჯზე გვაძლიერებს.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს —
ალბანა ჩახშირს Albana Cakshiri – thank you my dear ❤️და ნატალია კავალიოვას – Natalya Kovalyova thank you my dear ❤️თქვენი პატივისცემა, სითბო და სიყვარული ჩემთვის ფასდაუდებელია.
სიყვარულით და სიამაყით გელოდებით ყველას იანვარში, საქართველოში —
ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი წარმატებებისთვის და ახალი გამარჯვებებისთვის. ❤️
ხოლო იანვრამდე წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება…
დეტალებს ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ “✨
Katrini Model Agency • სამოდელო სააგენტო კატრინი.
სამოდელო სააგენტო კატრინი
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი