ქართულ ეკონომიკას სული სწორედ რუსული ბაზრით უდგას

ნაციონალებმა ბატონობის ბოლო წელს დაიწყეს მტკიცება, რუსეთი არ არსებობსო. ჰო, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის გაქრობას შეეცადნენ, რუსეთს არასოდეს ახსენებდნენ დადებითად და მას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ. არადა, მაშინაც და ახლაც ქართულ ეკონომიკას სული სწორედ რუსული ბაზრით უდგას; რაც მთავარია, მაშინაც და ახლაც იქიდან შემოგვაქვს უმთავრესი პროდუქტი – ხორბალი და საწვავი. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია „ქართულმა ოცნებამაც“ განაგრძო, ჯერ მსუბუქად, მერე კი რუსეთის ხსენება საერთოდ აიკრძალა და რაც უნდა მოხდეს, არ ვამბობთ, რომ სწორედ რუსეთი გვიმართავს ხელს. არადა, ხომ ძალიან მარტივია იმის აღნიშვნა, რომ ახლახან დასრულებული რთველი იმის გამო უხაროდათ მეღვინეებს, რომ სპირტიან სასმელებს მთლიანად რუსეთში გაყიდიან, რომ რუსული ბაზრის წილი ქართული ღვინისა და არყის რეალიზაციაში ლამის 90%-ზე მეტია, რომ ვაშლატამა და ატამი საქართველომ სწორედ რუსეთში გაიტანა, რომ ციტრუსების მოსავალს მთლიანად რუსეთი აითვისებს და მანდარინსა და ფორთოხალს ევროპაში ბერძნული, ესპანური და პორტუგალიური კომპანიები არ შეგვატანინებენ, რათა ჯერ მათი პროდუქტი გასაღდეს…

რამდენიმე დღის წინათ სკოლის მოსწავლეებს, კონკრეტულად კი მეოთხეკლასელებს, გაკვეთილად ჰქონდათ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ჩამოთვლა და, რა თქმა უნდა, ბავშვებმა მარტივად ჩამოწერეს – თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და შავი ზღვა. ჰო, შავი ზღვაც, რადგან ბავშვებს სთხოვდნენ, დაწერეთ ყველა და ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას გარს აკრავსო. ჰოდა, ბავშვების დავალებებს რომ გადახედა, მასწავლებელმა მათ მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ განუცხადა, რომ რუსეთი ჩვენს მოსაზღვრე ქვენებში არ უნდა დაეწერათ. როცა რამდენიმე მშობელმა ჩასწორებულ დავალებას ჩახედა და რუსეთი გადაშლილი ნახა, მასწავლებელს შეეხმიანა, რა ხდებაო, მან კი უპასუხა, – ჩემი ბრალი არ არის, მითითება გვაქვს ასეთი, რუსეთი არ უნდა ვახსენოთო.

მითითება გასაგებია, ბავშვებს ნამდვილ ევროპელებად ვზრდით თურმე, მაგრამ გეოგრაფიას რა ვუყოთ? ანუ, ბავშვებს შეცდომით ვასწავლით და მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს რუკაზე ვუმალავთ? ვეუბნებით, რომ ქართული ეკონომიკის ღერძი არ არსებობს და იქით სიცარიელეა თუ სხვა სახელმწიფოა რუსეთის ნაცვლად? იმაზე თუ გიფიქრიათ, ბატონებო, ხდება თუ არა ანალოგიური რამ ევროპის ან ამერიკის რომელიმე სკოლაში? მათაც ეუბნებიან, რომ რუსეთი არ არსებობს თუ პირიქით, ასწავლიან რუსეთის არამარტო დღევანდელობას, არამედ წარსულსაც? გერმანიაშიც კი, რომელიც სწორედ საბჭოთა კავშირმა დააჩოქა მეორე მსოფლიო ომში, რუსეთის ისტორია განსაკუთრებით ისწავლება, ეუბნებიან, რა მოხდა, როგორ მოხდა და ჩვენ არ ვასწავლით. ჰო, ჩვენ, ვინც, გვინდა თუ არა, საუკუნეებია გადაჯაჭვული ვართ რუსეთზე და ეს პროცესი კიდევ საუკუნეები უნდა გაგრძელდეს, რადგან რუსეთი არ არის ზურგჩანთა, მოიკიდო და სხვაგან გადაიტანო, ის არის და იქნება ჩვენი ქვეყნის მთავრი მეზობელი. იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს ათასობით ბავშვი ჰყავთ, რომლებიც ქართულ სკოლებში დადიან და მათ უნდა უთხრან, რომ სამშობლო არ აქვთ? ჰო, არ აქვთ, გაქრა რუსეთი საქართველოში და აღარ არსებობს. არადა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბავშვის დედამ გვითხრა გასულ კვირას, ჩემს შვილთან ერთად ქართულს მეც ვსწავლობ და გარდა იმისა, რომ ლამაზი ენაა, მიადვილდება, რადგან აღმოვაჩინე, რომ ქართველები ზუსტად ისე კითხულობთ, როგორც წერთ, ანუ მარტივი გრამატიკა გაქვთო. ჰო, აქ მყოფ რუსებს უხარიათ და უადვილდებათ ქართული ენის სწავლა, ცდილობენ, იმ სახელმწიფოს ენა იცოდნენ, რომელშიც ცხოვრობენ და აბა გადავხედოთ, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში რამდენმა იცის ქართული და, რაც მთავარია, რამდენს აქვს ქართულის შესწავლის სურვილი. აგერ გვაქვს ახალქალაქი, იქ ქართული წარწერა მაღაზიებზეც აღარ არის და ადგილობრივ მერიასა თუ საკრებულოში მისულ საქართველოს მოქალაქეს თარჯიმანი სჭირდება, რადგან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქართული არ იცის. არადა, ამას კანონი გვთხოვს. გამოდის, კანონდარღვევაზე თვალს ვხუჭავთ.

ქართველი ერი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ერთ-ერთ განათლებულ ერად ითვლებოდა. მეტიც, საბჭოთა კავშირში, მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით, ყველაზე მეტი მეცნიერი და აკადემიკოსი გვყავდა, ქართველი მეცნიერები არა მხოლოდ საკავშირო, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, საოცრებებს ახდენდნენ და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდნენ. სავარაუდოდ, მათ არ უმალავდნენ სიმართლეს არც მოსაზღვრე ქვეყნებთან დაკავშირებით და არც იმას, ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. რკინის ფარდის არსებობის მიუხედავად, მათ იცოდნენ რეალობა, იცოდნენ მტრისა და მოყვრის გარჩევა და, სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო წარმატების მთავარი მიზეზი. ახლა კი… ახლა რეალობას ვუმალავთ ბავშვებს, ვეუბნებით იმას, რაც არ არსებობს და, რაც მთავარია, ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ ეს სიმართლეა. ამ დროს ბავშვი უყურებს რუკას ან გლობუსს და ხვდება, რომ ქვეყანა, რომლის არსებობაზეც არაფერს ეუბნებიან, ყველაზე დიდია და დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მძლავრიც. დღევანდელი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ რეალურად რუსეთს მთელი ევროპა და ამერიკა ებრძვის, მაგრამ დაანონსებული დამარცხება არსად ჩანს. პირიქით, ისრაელი-„ჰამასის“ ომის ფონზე, უკრაინის კონფლიქტი თითქოს მიაძინეს კიდეც და ახლა უკრაინელთა მასხარა პრეზიდენტი კარდაკარ დადის, ეგებ ყურადღება ისევ მიიპყროს, ისევ მთავარი ვარსკვლავი გახდეს. ბავშვებს ისიც ესმით, რომ საქართველომ 100 ბოთლი ღვინო გაყიდა დუბაიში, რომ ერთი ყუთი ატამი ვიღაცამ სინგაპურში გაიტანა, რომ ლოკოკინებს იტალია ყიდულობს და არსად ახსენებენ რუსეთს. ამ დროს, ეს ბავშვი შეიძლება საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს წააწყდეს და წაიკითხოს, რომ, ლოკოკინებისა და თხილის გარდა, მთავარი ბაზარი საქართველოსთვის სწორედ რუსეთია; რომ მოცვის პლანტაციები საქართველოში დასავლეთის იმედად გაშენდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მოსავლის 90% რუსეთმა აითვისა; რომ ქართული ღვინო ევროპულ ფესტივალებზე იმარჯვებს, მაგრამ რატომღაც მხოლოდ რუსეთში იყიდება; რომ იმავე რუსეთმა ქართველ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლა შესთავაზა, მაგრამ იქ წასვლა და სწავლა სამშობლოს ღალატად გამოგვიცხადეს ტელევიზიებმა, მაგრამ ნაწილი მაინც წავიდა, ნაწილს კი სამშობლოს მოღალატეობის შეეშინდა… ჰო, შეეშინდა იმის, რომ თანატოლები, მეზობლები, ნათესავები ეტყოდნენ: იქ რომ სწავლობ, მოღალატე ხარო. მერე რა, რომ დასავლეთში განათლებამიღებულმა პოლიტიკოსებმა ლუსტრაცია მოახდინეს და განაცხადეს, – როცა სხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობ, იქაური უშიშროება გადაბირებას ცდილობს და არც თუ იშვიათად ახერხებს კიდეცო. ამ ლოგიკით, ქართველი პოლიტიკოსების (ოპოზიცია, ხელისუფლება) უმრავლესობა დასავლეთის რეზიდენტი გამოდის და აკი დადასტურდა კიდეც, განსაკუთრებით ნაციონალების ზეობის ხანაში, როცა თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი პრიორიტეტი სწორედ დასავლეთში მიღებული განათლება და ამერიკის საელჩოს ბეჭედი იყო.ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელი „გენიოსის“ თავში მომწიფდა ის აზრი, რომ რუსეთი არა მხოლოდ მეტყველებიდან, არამედ სასკოლო პროგრამიდან და რუკიდანაც კი უნდა გაქრეს, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება, მოვა ისეთი დრო, როგორზეც ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხიაში“ საუბრობს: „ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა! ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია, ვბალახობთ! ჩვენი ფუნქციაა ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ, ხოლო, რანი ვართო, რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ – საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი!“

ჰო, ჩვენ 100 წელიწადი ნამდვილად არ დაგვჭირდება იმისთვის, რომ „ყოფილი ერი“ დაგვერქვას. გათითოკაცებულები თითქმის ვართ, საძოვარზეც მიგვიშვა დასავლეთმა და მხოლოდ იმის ჭამას გვაიძულებს, რასაც თვითონ მოგვიგდებს. აგერ, 2024 წლისთვის უკვე დაგვსაჯეს, ევროკავშირიდან წამოსული გრანტების ოდენობა 44 მილიონით შეამცირეს, ოღონდ შეამცირეს არა მათთან ასოცირებული არასამთავრობოებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის და ეს სასჯელია, ბოლო პერიოდში რომ არ ვუჯერებთ.

ისე, იმაზე თუ გიფიქრიათ, რუსეთმა საქართველოს ამ ოდენობის გრანტი კი არა, ერთი მილიონი რომ გადმოურიცხოს, აჰა, განვითარდიო, რა მოხდება? მთელი ევროპა, ამერიკა და ადგილობრივი ოპოზიცია თუ არასამთავრობოები რიგში ჩადგებიან იმის სათქმელად, რომ რუსეთი ფულით გვყიდულობს, რომ საკუთარ ინტერესებს აძლიერებს, მაგრამ იგივე ხალხი არაფერს ამბობს დასავლურ გრანტებზე. ფულს სუნი არ აქვსო და რეალურად, დასავლეთიდან საჩუქრად წამოსული ნებისმიერი თანხა ლიბერალიზმის სუნად ყარს.

ლევან გაბაშვილი. Geworld.ge.