უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებული ევროკავშირს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებული ევროკავშირს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ორბანის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დაპირების გაცემა შეცდომაა და უკრაინა ამისთვის მზად არაა.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში უახლოეს თვეებში სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი, მათ შორის, ბიუჯეტში ცვლილებების განხილვასა და ასევე, „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინისათვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორებასთან“ დაკავშირებით.

როგორც ორბანმა განაცხადა, უნგრეთმა კი არ უნდა დატოვოს ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალოს იგი, რადგან რადიკალური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი, უბრალოდ, დაიშლება.