„World Rising Star 2026“ უკვე მერვედ გაიმართა საქართველოში და კიდევ ერთხელ თბილისი იქცა საერთაშორისო სილამაზის, ნიჭისა და მოდის ცენტრად. 10–11 იანვარს გამართული ფესტივალი World Rising Star 2026 სტუმართმოყვარე საქართველოს მასპინძლობით ჩატარდა და მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი პროგრამით წარდგა.
წლევანდელ ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის დიზაინერები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მეგობრობის საღამო, საერთაშორისო ჟიურის ინტერვიუები, ეროვნული კოსტიუმების ტური, ფოტო-სეანსები და სხვადასხვა კულტურული აქტივობები. ამის შესახებ განაცხადა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის საერთაშორისო აღიარებას და ქართველ ჯანსაღ ახალგაზრდებში ნიჭისა და ენთუზიაზმის მხარდამჭერია.
გრანდიოზული ფინალის საღამო განსაკუთრებით ემოციური და მასშტაბური აღმოჩნდა — 70 კონკურსანტი დაჯილდოვდა გვირგვინებით, ლენტებითა და პრიზებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ World Rising Star უკვე აღარ არის მხოლოდ კონკურსი და იგი მსოფლიო მოდის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად ჩამოყალიბდა.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი