ხვალ, პირველ დეკემბერს თბილისის პრესტიჟული ღამის კლუბი NIGHT OFFICE გიწვევთ გრანდიოზულ გახსნაზე!

ხვალიდან, ღამის კლუბი Night Office განახლებული იმიჯით და განსხვავებული შოუ პროგრამით იწყებს მუშაობას. ასე რომ ვისაც მოგენატრათ ღამის კლუბური ცხოვრება და ექსტრემალური სიტუაციები “ნაით ოფისი” გიწვევთ გრანდიოზული გახსნის ცერემონიალზე.

მხოლოდ პირველ დეკემბერს ზუსტად 12:00 საათზე, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ივენთ კლუბ: ნაით ოფისში.

პროგრამაში მონაწილეობენ: ქართველი პოპულარული მომღერლები: მარკოს მეტრეველი და მარიტა როხვაძე, რომლებიც ნამდვილ ვარსკვლავურ ცეცხლს დაანთებენ სცენაზე, ასევე თქვენთვის იცეკვებენ: ლათინო ამერიკული ჯგუფი: Dance Studio Latin Hall- ქორეოგრაფი: ზურა კიკაბიძე, ქართული ცეკვების ანსამბლი: “აბჯარი”, ჰიფ ჰოპი: Big Family Dance studio – ქორეოგრაფი ანა ბერუაშვილი, სპეციალური სტუმრის სტატუსით გვეწვევიან რუსთავი 2-ის პუპულარული რეალითი შოუს “პრაიმ ჰაუსი 3-ის” მონაწილეები: მერიემი, დიასა, ნიკა გოგვაძე, ირაკლი მახარაძე, გიორგი სუთიძე, აგრეთვე მსოფლიო დონის, სამოდელო სააგენტო: “კატრინი”ს დამფუძნებელი და ეროვნული დირექტორი ეკატერინე მგალობლიშვილი. ღამის შოუ პროგრამას გაუძღვებიან დოძი და უმშვენიერესი და უნიჭიერესი ტოპ-მოდელი: ნინი გრძელიშვილი.