ღამის ცხოვრების მოყვარულებს, თბილისში ახალი ღამის კლუბი იხსნება!

თბილისში ხმა გავრცელდა, რომ შესაძლოა სულ მალე, გაიხსნას ღამის კლუბი, ნაით ოფისი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქალაქი და ჩვენ, თბილისელები არ ვართ განებივრებული ასეთი დონის და მასშტაბების მქონე კლუბური სიახლეებით, სწორედ ამიტომ ჩვენი მედია სააგენტოც ძალიან დააინტერესა ამ მოარულმა ხმებმა და გადასამოწმებლად დავუკავშირდით ნაით ოფისის მენეჯერ თეო გურჩიანს, აი რა გვითხრა მან:

“მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ნაით ოფისი ნამდვილად იხსნება პირველ დეკემბერს, ვგეგმავთ გრანდიოზულ პრეზენტაციას, სადაც გვეყოლება მოწვეული მრავალი ქართველი სელებრითი და ჩვენს სტუმრებს დახვდებათ უამრავი სიახლე და სიურპრიზი. დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებ და უკვე ადგილზე გაიგებთ.”