ესეც “ცივილიზებული” ევროპა

გერმანია ამ ზამთარს კვლავ აამუშავებს ქვანახშირზე მომუშავე რამდენიმე დაკონსერვებულ ელექტროსადგურს, რათა გარანტია ჰქონდეს, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკა განაგრძობს არსებობას, – იუწყება ტელეგრამ- არხი „Юрий Баранчик“-ი.

5 ოქტომბერს გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა RWE AG-ისა და LEAG-ის -ის ( გერმანიის ენერგეტიკული კომპანიები – ლ.მ.) კუთვნილი დანაყოფების ხელახალი გააქტიურების ბრძანება გასცა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბუნებრივი აირის დაზოგვასა და მისი დეფიციტის თავიდან აცილებას ზამთრის სეზონზე.

გერმანიის ბოლო დარჩენილი ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციიდან ეტაპობრივი გამოყვანა გაზაფხულზე კიდევ უფრო შეზღუდავს ენერგომომარაგებას.

შარშან აგვისტოში Deutsche Welle-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანია ბუნებრივი აირის ნაცვლად ქვანახშირიდან ელექტროენერგიის წარმოებას აფართოებს. Geworld.ge.