დაიწყო 2018 წლის რჩეული ბიზნესმენების გამოვლენის მოსამზადებელი ეტაპი!

წარმოგიდგენთ პროექტს სახელწოდებით: „წლის ბიზნესმენი 2018“, ანუ (საქმიანი და წარმატებული მამაკაცები ქართული ბიზნესის განვითარებისთვის) – ეს არის წარმატებული და საქმიანი მამაკაცების ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი. პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება წარმატებული კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების შერჩევა და გამოვლენა შემდეგი კრიტერიუმებით: საუკეთესო ქართული ბრენდები, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა, ევროპული ბიზნეს იმიჯი, ხალხის სანდოობა კომპანიის მიმართ, ყველაზე მეტი ინვესტიცია და კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების მეგობრული სიმპათია.

პროექტში მონაწილეობა ფასიანია. პროექტის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში 2019 წლის იანვრის ბოლოს. დაჯილდოვების ცერემონიალზე წარდგენილი ნომინაციები. წლის საუკეთესო ბიზნესმენებს გამოავლენს 10 კომპედენტური ბიზნეს ლედი (ჟიური), პროექტის ფარგლებში გაიმართება აუქციონი, რომლის თანხებიც მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.

პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის სახეები და მათი საქმიანობას გაუწიოს პოლულარიზაცია, ხოლო პროექტის მონაწილე ბიზნესმენები წაახალისოს და დააფასოს მათი ბიზნეს საქმიანობა, რომელიც მომავალში დადებითად ისახება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების მსოფლიო ასპარეზზე.

პროექტში მონაწილე საქმიანი ბატონებისთვის მედია სააგენტო TVM NEWS ახორციელებს პიარ-კამპანიას:

  1. მონაწილეობის მსურველი ბატონები ავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ანკეტას პირადი მონაცემებით.
  2. მედია სააგენტოს ჟურნალისტთან წერენ ინტერვიუს (საკუთარ პერსონასა და მიღწეული ბიზნეს წარმატების შესახებ) და ასევე ახალბედა ბიზნესმენებს აძლევენ რჩევებს.
  3. მონაწილე საქმიანი ბატონები ასახელებენ ერთ ბიზნეს ობიექტს, რომლის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ასევე წერს სარეკლამო სტატიას.
  4. მათი ინტერვიუები მეტი პოპულარობის მიზნით სტატიის სახით თავსდება www.tvm.ge და ასევე ვრცელდება, როგორც ფეისბუკ, აგრეთვე ტვიტერის ხალხმრავალ ჯგუფებში.
  5. გამოვა „კავკასუს თაიმსის“ სპეციალური, ექსკლუზიური ნომერი, სადაც განთავსებული იქნება საქმიანი ბიზნესმენების ინტერვიუები. ხოლო გავრცელდება ბანკებსა და დიდ ორგანიზაციებში.
კომენტარები ფეისბუქიდან