პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამართულ მიუნხენის კონფერენციაზე სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დასავლეთს: “ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა. ცალკეული ნორმები, რეალურად, ერთი ქვეყნის თითქმის მთელი იურიდიული სისტემა, უწინარესად, ეს შეერთებულ შტატებს ეხება, ეროვნულ საზღვრებს გასცდა და, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა თუ ჰუმანიტარული სფერო, მათ სხვა სახელმწიფოებს ახვევენ თავს. აბა ,ვის შეიძლება ეს მოეწონოს?”
ასე აღუდგა ვლადიმერ პუტინი ამერიკულ ბატონობას მსოფლიოზე. დღეს მას ბევრი მომხრე ჰყავს – ზოგი ღია, ზოგი ფარული, მაგრამ მაშინ მარტო იყო. საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან გამოსულ, დასუსტებულ და აშლილ რუსეთთან ერთად, სადაც უცხოეთის სპეცსამსახურები თავს ლაღად გრძნობდნენ, ვინაიდან კრემლით დაწყებული და ყველაზე მივარდნილი პროვინციის ადმინისტრაციით დამთავრებული, ყველა რგოლსა და ყველა უბანში იყვნენ. აი, ამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის პირით გაკეთებული ეს განცხადება მტრებისთვისაც გაუგებარი იყო და მოკეთეებისთვისაც, ვინაიდან ამგვარ პირდაპირობას არც ერთი მხარე არ მოელოდა. ნამდვილი პუტინი მსოფლიომ იმ დღეს იხილა პირველად. დასავლეთის მმართველ წრეებში იმ დღიდან მოყოლებული არ განელებულა მისი შიში და სიძულვილი, რაც მისი პიროვნების თავისებური აღიარებაა. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ყველაფერს აკეთებს არამხოლოდ რუსეთის, არამედ პუტინის წინააღმდეგ. სადაც უნდა მოქმედებდეს დასავლეთი, რომელ გეოგრაფიულ წერტილშიც უნდა ხლართავდეს ინტრიგებს, ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული: