მორიგ გამარჯვებას ველით 2 დეკემბერს!-„კატრინის“ პროფესიონალი მოდელი — ანი სტეფანიშვილი საქართველოს სახელით ჩინეთის პოდიუმს დაიპყრობს!!

საქართველოს Miss Model of the World 2025-ზე ჩინეთში სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალი მოდელი — ანი სტეფანიშვილი წარადგენს!

საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Miss Model of the World – 2025 ჩინეთში დიდი ინტერესით იწყება, სადაც საქართველოს წარადგენს სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალი მოდელი — ანი სტეფანიშვილი.

მთელი საქართველო და ჩვენი მედია ჯგუფი

ქართველ მოდელს წარმატებებს ვუსურვებთ, 2 დეკემბერს ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იქნება ასევე ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი — ეკატერინე მგალობლიშვილი.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მოდის სამყაროსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად იქნება წარმოჩენილი.

ჩვენ ერთად „ვიბრძოლებთ“ გამარჯვებისთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ანი სტეფანიშვილი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდება!