ღამის ცხოვრების მოყვარულთა საყურადღებოდ, შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან, თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ღამის კლუბმა Night Office-მა განახლებული იმიჯით და განსხვავებული შოუ პროგრამებით დაიწყო მუშაობა.
ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩვენი კლუბი თავის სტუმრებს სთავაზობს სანახავობრივად დატვირთულ ივენთებს და თქვენთვის საყვარელ ქართველ ვარსკვლავებთან შეხვედრას.
დღეს “ნაით ოფისს” სტუმრად ეწვევა მეგა ვარსკვლავი, უამრავი, ქართული, თუ უცხოური კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული: ოთო ნემსაძე.
მაშ ასე, გელით ზუსტად დღეს, 9 დეკემბერს 12:00 საათზე, ღამის კლუბში კვლავ ვარსკვლავთცვენა იწყება. შოუ პროგრამაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ჰიპ ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი.