კესო, მოდი გაგვეცანი, რატომ გადაწყვიტე მოდელობა?

“მე ვარ კესარია მიქაუტაძე, 13 წლის მოდელი. მოდელობა იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მიყვარს კამერის წინ ყოფნა და საკუთარი თავის გამოხატვა. ეს სფერო მაძლევს ბედნიერებას, თავდაჯერებულობას და საშუალებას მაძლევს ვაკეთო ის, რაც გულით მომწონს.
ჩემი საყვარელი დიზაინერია Moschino, რადგან მისი სტილი ძალიან მხიარული და გამორჩეულია. ხოლო ბრენდი ანასტასია ჩემი პირველი დიზაინერია და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში. ძალიან მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ პირველი ნაბიჯებისთვის, რაც სწორედ მისთან ერთად გადავდგი. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ამ ასაკში უკვე ვიყო საერთაშორისო სამოდელო ფესტივალის გამარჯვებული, გეტყვით, რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი აქვს სამოდელო სააგენტო „კატრინს“ და ეკა მგალობლიშვილს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ამ წარმატებამ დამანახა, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და კიდევ უფრო დამაჯერებელი გამხადა საკუთარ თავში. დიახ გაგიმხელთ ჩემს სამომავლო გეგმებს და გეტყვით, რომ რათქმაუნდა მომავალშიც ვგეგმავ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას. ამ გზაზე დამეხმარება სამოდელო სააგენტო „კატრინი“, რადგან კატრინი წარმატების გარანტია. მინდა კიდევ უფრო გავიზარდო, მეტი გამოცდილება მივიღო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო მსოფლიო პოდიუმებზე.”
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი