პრეზიდენტის( მენშევიკური მთავრობის მემკვიდრე, ანუ მოღალატის შთამომავალი) მეთაურობით ყველაფერზე წავლენ, უკადრებელს იკადრებენ, ისტორიულ ღალატს ჩაიდენენ.

საფრანგეთში კონსტიტუციის დარღვევით ჩასულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ იტყვიან, საკუთარ თავს გადააჭარბა. ჟურნალისტის მიერ დასმულ პროვოკაციულ შეკითხვაზე, – იმედი გაქვთ, რომ პუტინი და სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან?– გამაოგნებელი პასუხი გასცა: მე ჩემი შინაგანი რწმენით, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

ეს პასუხი გამაოგნებელია არა მხოლოდ არადიპლომატიურობით, არამედ, საერთოდ, პოლიტიკოსისთვის (მით უფრო, პრეზიდენტისთვის) ყოვლად შეუფერებელი წინდაუხედაობითა და უტაქტობით, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მილიარდნახევრიანი ჩინეთი ეკონომიკური და ტექნოლოგიური სასწაულების ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოაყალიბა. პრეზიდენტის ამ ნათქვამს კი მხოლოდ დიპლომატიური უხერხულობის გამოწვევა კი არა, საქართველოსთვის ამ უაღრესად პერსპექტიული საგარეო მიმართულების დასამარებაც შეუძლია. საყრდენის გარეშე რჩება და სამომავლო პერსპექტივას კარგავს, ამიტომ ისინი (პრეზიდენტის მეთაურობით) ყველაფერზე წავლენ, უკადრებელს იკადრებენ, ისტორიულ ღალატს ჩაიდენენ და შეეცდებიან, რომ ეს სტატუსი, რომელთანაც მართლაც ასე ახლოს დგას ქვეყანა, მას ხელიდან გამოაცალონ. არა იმის გამო, რომ ეს ქვეყნის მომავლისთვის სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ ეს თავიანთთვის მიაჩნიათ სწორ გადაწყვეტილებად. ჯერ კიდევ სანამ დროა, ანუ სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ მუშაობის თეორიული შანსი კიდევ არსებობს, ისინი ფარ-ხმალს არ დაყრიან, რადგან მათ პოლიტიკურ სიცოცხლეს მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის გაფუჭება გაახანგრძლივებს, ვინაიდან ეს ქვეყანაში არეულობის დაწყების შესაძლებლობას შექმნის და მათთვის ასე ნანატრი სახელმწიფო გადატრიალების რეალურ პერსპექტივას გააჩენს. რა წამოცდენა და რისი არაცნობიერი ფსიქიკური, ესაა მათი საქმე და საკეთებელი! მათ იმდენი იმუშავეს საქართველოს წინააღმდეგ, რომ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა. Geworld.ge.