AI ტექნოლოგიების ქართული აკადემია AI-ME არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და განათლების სფეროს!

 

AI ტექნოლოგიების ქართული აკადემია AI-ME არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და განათლების სფეროს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში AI ტექნოლოგიების განვითარებას და მოვამზადოთ ისეთი პროფესიონალი კადრები, რომლებიც შეძლებენ ამ ყველაზე ტრენდული დარგის პრაქტიკაში გამოყენებას.

რას ვასწავლით?

ჩვენი აკადემია გთავაზობთ მრავალფეროვან კურსებს:

1. ხელოვნური ინტელექტის ზოგადი საფუძვლები.

რა არის ნეირონული ქსელები

მანქანური სწავლება (Machine Learning)

გენერაციული AI მოდელები (Generative AI)

2. პროგრამირება AI-სთვის

Python და მისი ბიბლიოთეკები

ალგორითმები და მონაცემთა ანალიზი

3. AI მენეჯმენტი

AI პროექტების მართვის ტექნიკები

მონაცემთა სტრატეგიების შექმნა

4. AI-ის გამოყენება ბიზნესში

AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია კომპანიებში

ციფრული ავატარების შექმნა და მათი გამოყენება.

ნეირო თანამშრომლების ლაბორატორია

ავტომატიზაციისა და მონეტიზაციის პრაქტიკული გზები

5. AI-ის გამოყენება სხვადასხვა დარგში

განათლება

მარკეტინგი

დიზაინი

საიტების პროგრამირება

ქოფირაითინგი

ჯანმრთელობის დაცვა

ეზოთერიკა

ასტროლოგია

გვაქვს აგრეთვე სკოლის მოსწავლეებისთვის საგნობრივი კურსები: “აზრების ინჟინერი”, სადაც ბავშვები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლიან სხვადასხვა საგნებს.

როგორ ვასწავლით?

ჩვენი სასწავლო მეთოდოლოგია ორიენტირებულია პრაქტიკასა და ინტერაქტიულობაზე. გვაქვს 2 თვიანი საბაზისო სრული კურსი. აგრეთვე 4, 6, 9 თვიანი სპეციალური მიმართულების კურსები.

ჰიბრიდული სწავლება: ონლაინ და ოფლაინ გაკვეთილები.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება: ყოველი კურსის დასრულებისას სტუდენტები ქმნიან რეალურ პროექტებს.

ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა სწავლების პროცესში: ჩვენი აკადემია საქართველოში პირველია, სადაც AI გამოიყენება სწავლის დასახმარებლად.

მენტორები პრაქტიკიდან: ყველა მენტორი არის AI სპეციალისტი, რომელსაც აქვს რეალური გამოცდილება და შესაბამისი დიპლომი.

სერტიფიცირებული კურსები და სტაჟირება: კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.

AI ტექნოლოგიების აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ მომავლის ტექნოლოგიების პროფესიონალი!

გაერთიანდით ჩვენთან და ერთად შევქმნათ მომავალი!