ამ ჰელოუინზე, ღამის კლუბი არმაზი თბილისს აქცევს საშიში ღამის ეპიცენტრად!
მხოლოდ ღამის 12 საათზე,
ამ შემზარავ ღამეს, კლუბ არმაზში დაგხვდებათ:
- საინტერესო
- სანახაობა
- გათამაშებები
გახდით ერთადერთი ჰელოუინის ღამის ნაწილი, სადაც მხოლოდ ყველაზე გაბედულები გალაღდებიან საშინელ სამყაროში.
თქვენ გელით თბილისში ყველაზე საშიში ღამე. მზად ხარ?..
გელით ღამის კლუბ არმაზში, დღეს ღამით, 12:00 საათზე.
2024 წლის 31 ოქტომბრის ჰელოუინის ივენთის ორგანიზატორები არიან: მარიამ აბეწაშვილი & სოფი გურჯიშვილი, რომლებმაც იზრუნეს სახიფათო ღამის დეკორსა და დიზაინზე.
ინტერვიუ კლუბ “არმაზის” მენეჯერთან, თეო გურჩიანთან – როგორ ემზადება კლუბი ჰელოუინისთვის?
ჟურნალისტი: თეო, ამ ჰელოუინისთვის რას უნდა ველოდეთ ღამის კლუბ “არმაზისგან”?
თეო: ჰელოუინი წელს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღამე იქნება “არმაზში”! კლუბში ყოველი დეტალი, განათებები და დეკორაციები გადავაქციეთ ბნელ და შიშის მომგვრელ სამყაროდ, რათა სტუმრებმა თავი ნამდვილ საშიში ფილმის სცენაში იგრძნონ. წელს მაქსიმალური ყურადღება მივაქციეთ ატმოსფეროს – ასე რომ, არც ერთი სტუმარი არ დარჩება “უსაფრთხოდ”! (იღიმის)
ჟურნალისტი: როგორი განწყობაა კლუბში მომზადების პროცესში?
თეო: საოცარი! გუნდი მოტივირებულია, ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრების მოლოდინის გადაჭარბება. ყველა სიურპრიზსა და დეტალს ვამზადებთ ისეთად, რომ სტუმრები გაოცდნენ და თავიანთ შიშს პირისპირ შეხვდნენ. გპირდებით, ეს იქნება ღამე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ!
ჟურნალისტი: და რას ეტყვი მათ, ვისაც საშიში ღამის შიში აქვს?
თეო: (იცინის) ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ჰელოუინის ღამე ცნობილია როგორც “საშინელებათა” ღამე. თუ მზად არ ხარ ამ გამოწვევებისთვის, კლუბი არმაზი, ალბათ, შენი ადგილი არ არის! ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ ამ ღამით – ეს არის დრო, როცა შენი შიშებისა და ფობიების დაძლევა შეგიძლია
ჟურნალისტი: ვინ არიან ამ ღამეს გამარჯვებულები?
თეო: ვინც შეძლებს შიშთან გამკლავებას და ბოლომდე დარჩება, აუცილებლად მოიგებს! თითოეულ გათამაშებას დავამატეთ რაღაც ისეთი, რაც შიშის დაძლევასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო გაბედული იქნები, მით მეტი შანსი გექნება მოიგო!
ჟურნალისტი: მადლობა, თეო! სიხარულით ველით საშიშ ღამეს “არმაზში”!
თეო: დიდი მადლობა! ველით ყველა გაბედულ სტუმარს!