სამედიცინო სკანდალი – თბილისში, ქალთა კონსულტაციის ცენტრში, აბორტებს აკეთებენ ისე, როგოც 90-იან წლებში სარდაფებში აკეთებდნენ. “სხვა ნანუკას” ინფორმაციით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა აბორტები ვადების დარღვევით კეთდება და გოგოსთვის ნარკოზით გამოტუმბვა ისე გაუკეთებიათ, რომ ის ორსულად საერთოდ არ ყოფილა.გადაცემამ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ექსპერიმენტი ჩაატარა. ქალთა კონსულტაციის ცენტრში ექსპერიმენტზე მისულ ჟურნალისტს ერთადერთი კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა ის სანდო და მეორე დღეს დაუნიშნეს აბორტი. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი კამერით და მიკროფონით მივიდა ექიმმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არც გოგონა უნახავს და ჟურნალისტს და ოპერატორს დაემუქრა.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი