ანსამბლ „განგას“ ინდური ცეკვების საღამომ ტრიუმფისა და ოვაციების ფონზე ჩაიარა! (VIDEO)

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქრისტინე კაპანაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი განგას ინიციატივითა და TVM NEWS-ის თანაორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო: „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ინდური ცეკვების სტუდია „განგას“ ბავშვებმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების სიმპათიები და ოვაციები დაიმახურეს, აგრეთვე შედგა პატარა ნიჭიერი რეპერი: ილია კაპანაძის სიმღერის (რეპის) დებიუტიც, ხოლო განგას მეგობრებმა: პოპლარულმა ქართველმა მომღერლებმა: იოანე ქართველმა, ლუდა დუნდუამ და ნიჭიერმა პოეტმა: მარიამ ბულალაურმა თავიანთი შემოქმედებით ჩვენი საღამო უფრო მეტად გაამრავალფეროვნეს და გაალამაზეს. ღონისძიების მსვლელობის დროს უნიჭიერესი ჟურნალისტი და წამყვანი: ჟანა ასანიძე სტუდია განგას მეგობრობის სერთიფიკატებით აჯილდოვებდა ყველა იმ საზოგადო სახეს, რომელიც ყოველთვის ერთგულად გვერდში ედგა სტუდია „განგას“ და მედია სააგენტო TVM NEWS, რომელიც ასევე დაჯილდოვდა განგას დირექტორი: ილონა ღოღაძისგან მეგობრობის სერთიფიკატით, რათქმაუნდა საღამოს წამყვანიც დაჯილდოვდა და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით თავად სტუდია განგას ბავშვებიც. რომლებსაც უდიდესი სტიმული მისცა განგას ხელმძღვანელობამ, რომ გახდნენ მათი სოლისტივით წარმატებულები და საყოველთაოდ ცნობადები. ღონისძიების დასასრულს ილონა ღოღაძემ განაცხადა, რომ სტუდია განგას ფონდიდან მოხდება ერთი მრავალშვილიანი საღინაშვილების ოჯახის დახმარება, რადგან მათ მცირეწლოვან შვილს ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში.

მედია სააგენტო TVM NEWS და სტუდია განგა დარბაზის უსასყიდლოდ დათმობისთვისა და მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი ქალბატონ ლილა სარკიაშვლს, რომ არა მისი მხარდაჭერა ეს ლამაზი საღამო ვერ შედგებოდა.

 

კომენტარები ფეისბუქიდან