„არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრა დასრულდა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის, არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია რომ ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.