ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს.
გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლებმა სპეციალური სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ INSARAG-ისთვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციანი ჯგუფის ჩაუტარეს.
წვრთნა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამინების ძიება-გადარჩენის ოპერაციებს და შემთხვევის ადგილზე მართვის ცენტრის მოწყობას მოიცავს.
გერმანელმა მენტორებმა შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები და კლასიფიკაციის მიღებისთვის მოსამზადებელ პროცესში სამსახურის სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს.
საერთაშორისო თანამშრომლობა მომვალშიც გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქართველი მაშველები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო კურსებში. ასევე, პერიოდულად საქართველოში ჩამოვლენ გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზადების პროცესს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი