გიორგი გახარიამ პარლამენტში ანაკლიის პროექტის შესახ საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად ლოგისტიკა და სატრანსპორტო-სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ამიტომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით პრიოტიეტულია.
,,სახელმწიფო ამას ყველაფერს ადასტურებს თავისი ქმედებებით. ყველას კარგად გვახსოვს რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში. შეუძლებელია სახელმწიფომ სხვა უფრო მაღალი დონის შეფასება მისცეს პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის’’,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი