ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება – უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დე­პუ­ტატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ვად და­უ­დას­ტუ­რა. შოთა შა­ლე­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უკვე მი­მარ­თა.

თა­ვის მხრივ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის აპა­რატ­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დე­პუ­ტა­ტი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს იმას, რომ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტია, რომ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი თან­ხა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის “მე­დი­ა­ტო­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ბი­ნებს ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­სა და ის­რა­ელ­ში. შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 650 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ის­რა­ელ­ში, სა­ვი­ონ­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს 18 000 000 ის­რა­ე­ლურ შე­კე­ლად შე­ი­ძი­ნა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე სა­ვი­ონ­ში 40000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ის ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 165 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ის­რა­ელ­ში, ქა­ლაქ აშ­დოდ­ში. შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 155 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 1992 წელს 1 390 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით გახ­და. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია დე­პუ­ტატ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­ზე გა­ჩერ­და, რო­მელ­საც რი­გი­თო­ბით მას ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი მოყ­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის ად­გილ­მო­ნაც­ვლე.

ambebi.ge