მწამებლებს ვეუბნები: თქვენი პიარ- ომი დამთავრდება საინფორმაციო ნაღმზე თქვენი საზეიმო აფეთქებით.”

ხალხი, რომელიც მოდის ჩვენს აქციებზე, საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარია. მათ არ მოუპარავთ ბიუჯეტიდან მილიონები, როგორც ამას სააკაშვილ- ბოკერიები აკეთებდნენ, არ ჩაუბარებიათ კოდორი და ახალგორი, არ გაუყიდიათ სამშობლო! და თქვენ, ჩვენი მიწის გამყიდველო არარაობებო, კაცთა მკვლელებო და მწამებლებო, პირი გამოირეცხეთ, როცა ამ პატიოსან ხალხს 20 ლარზე გაყიდულ მოღალატეებს უწოდებთ. თითოეულ მათგანს მადლობას ვეუბნები და ვპირდები: ციხის საკნიდან მოგახდევინებთ ბოდიშს ამ ხალხისთვის!

ახლა მეორე, უკვე დიდიხნის წინ გაცვეთილი პიარ-მიმართულება, თითქოს ჩვენ ანტიდასავლური ძალა ვართ. სამხედრო მიუმხრობლობა, რა პლატფორმაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არაა ანტიდასავლური მოდელი. ის სწორედაც რომ დასავლური პლატფორმაა, გავიხსენოთ შვედეთის, ფინეთის, ავსტრიის და იგივე შვეიცარიის მოდელები. ამდენად, დასკვნა მარტივია: სამხედრო მოუმხრობლობა კი არაა ანტიდასავლურობა, არამედ ადამიანთა წამებაა ანტიდასავლურობა და კრამერების კონფერენციაზე მე სწორედ ეს ვუთხარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ ავსტრიისა და ფინეთის სქემით! მაშ, ვინაა ანტიდასავლური? ვინც აწამებდა, კლავდა, ართმევდა, აყალბებდა!

სააკაშვილ- ბოკერიების მესამე პიარ- მიმართულებას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ “დამაბნეველი ჭორების გავრცელება”. აქ რუპორები არიან ლაქიები, იგივე გიორგი ვაშაძე, რომელსაც თავში, ტვინის ნაცვლად, ძაფი აქვს და ყურები ამ თხელ ძაფზეა დამაგრებული, ასევე, რესპუბლიკელები და სხვა ნულოვანი პოლიტპერსონაჟები. ნულოვანი ლაქიები გვაბრალებენ, თითქოს ჩვენი პარტიის სახელწოდება მოსკოვმა მოიფიქრა, თითქოს კადიროვის სპეცრაზმთან გვაქვს საიდუმლო კავშირი, თითქოს ჩემი ყელსაბამი რუსული დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, ცილისწამება კლინიკურ ფორმებამდე მიდის, ამიტომ ეფექტი იქნება მინუს ერთი!

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტყუილისა და დეზინფორმაციის ეს ომი გაგრძელდება. საინტერესო აქ სხვა რამ არის. ჩვენი მრავალათასიანი აქციების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი აღიარებებს არ აკლებს კიევში ჩაყვანილ ახალგაზრდა პარტაქტივს,- 100%-ით ვიცი, რომ თუ ნეიტრალიტეტს არ გამოვაცხადებთ, რუსები ცხინვალს წაიღებენო. ისიც კი არ ესმის, რომ თავისი პირით ადასტურებს,- სამხედრო მიუმხრობლობა სწორი და სასარგებლო გზაა ჩვენი ქვეყნისთვის.

მწამებლებს ვეუბნები: თქვენი პიარ- ომი დამთავრდება საინფორმაციო ნაღმზე თქვენი საზეიმო აფეთქებით.”