მაშინ კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო მძიმე საყვედური, მე შედარებით დაფარული აღშფოთბა.

ნინო ბურჯანაძე დავით დვალს მადლობა უხდის.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით დვალს, იმისთვის რომ ამდენი წლის შემდეგ გაიხსენა და პოზიტიურად შეაფასა ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება.

განსაკუთრებულ მადლიერებას იმიტომ გამოვხატავ, რომ როგორც წესი, არ ვარ მიჩვეული ჩემი დამსახურებების და გაკეთებული საქმეების პოზიტიურ წარმოჩენას.

სამწუხაროდ, უმადურობას და გულმავიწყობას უფრო ხშირად ვხვდები, ვიდრე ადამიანურ მადლიერებას.

ჩემის მხრიდან მსურს ასევე გავიხსენო, რომ იმ პერიოდში კობა დავითაშვილი მუშაობდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, რომელმაც მომაწოდა ობიექტური ინფორმაცია. სწორედ ამ ობიქტურმა და იურიდიულად გამართულმა დასკვნამ დიდად განაპირობა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჩემი მხრიდან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა მაშინ კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო მძიმე საყვედური, მე შედარებით დაფარული აღშფოთბა.

კიდევ ერთხელ მინდა ბატონ დავით დვალს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო” – აღნიშნა დვალმა.