ნათია ლაზაშვილის ქმარმა, გიორგი ფრუიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარმა, გიორგი ფრუიძემ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. ამ ინფორმაციის დადასტურებას On.ge ორი დღის განმავლობაში ელოდებოდა და კომისიიდან პასუხი დღეს, სხვა მედიასშუალების ლინკით მიიღო. ამ ფორმით გასცა პასუხი კომისიამ On.ge-ს კითხვას.

მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 11), კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა On.ge-ს თავად ფრუიძემაც დაუდასტურა, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო რას აპირებდა ის.

ფრუიძეს ინტერესთაა კონფლიქტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნათია ლაზაშვილი  ცხრასაათიანი კურიერის წამყვანი გახდა.

 

On.ge-