მენტორი მასწავლებლებელი – 1745 ლარი, წამყვანი მასწავლებლებელი – 1435 ლარი – რამდენია დღეს მასწავლებლების ხელფასი კატეგორიების მიხედვით

2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უწყვეტად გაგრძელდება. 2022 წლისთვის კი, მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარი გახდება.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, 2019წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება ასე ნაწილდება:

– უფროსი მასწავლებელი – 1011 ლარი;

– წამყვანმა მასწავლებლებელი – 1435 ლარი;

– მენტორი მასწავლებლებელი – 1745 ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და აიმაღლებს სტატუსს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.