„კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ კითხვებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს რაიან სმიტის დედამ წერილი გამოუგზავნა.

ადვოკატი ვასიმ მამულაშვილი წერილის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, მალხაზ კობაურს პენიტენციალურმა სამსახურმა არ გადასცა.

„კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ კითხვებს, რომელიც სმიტების ახლობლებს აქვთ, თუმცა აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა გააცნო და წაიღო უკან, თითქოსდა სასამართლოზე წარდგენის მიზნით, თუმცა სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე დასრულებულია. ჩვენ დავწერეთ განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვებაზე. მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცნოთ ამ წერილს, რადგან სმიტების ახლობლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცემია”, -განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.