“საუკუნის ძარცვა” და 270 მილიონის მოპარვის საქმე – გამოძიების კვალი ოთარ ფარცხალაძემდე მიდის

ყოფილი მთავარი პროკურორი შესაძლოა განსასჯელის სკამზე ვიხილოთ. როგორც “მთავარმა” გაარკვია, ოთარ ფარცხალაძე მთავარი ფიგურაა 270 000 000 ლარის მოპარვის საქმეში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დამატებული გადასახადის ჩაშლილი სქემა ბოლომდეა გაშიფრული. “მთავარი” გამოჰყოფს ორ მთავარ ხერხს: 1 – ყალბი ექსპორტი, და 2 – ჰაკერული შეტევა შემოსავლების სამსახურის სისტემაზე.

საქმეზე 38 ბიზნესმენია დაკავებული, რომლებიც სწორედ ფარცხალაძის გარემოცვას წარმოადგენენ. ფარცხალაძე კი სქემის ორგანიზატორად სახელდება.

დაკითხული ბიზნესმენები აღიარებენ, რომ გამოძიების მიერ ფარცხალაძის გვარი იყო ნახსენები, თუმცა გაუთქმელობის ხელწერილის გამო დეტალებზე ვერ საუბრობენ.