ხარაგაულში მასწავლებელი უფროსკლასელთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა

ხარაგაულში,ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.