“ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს… გვითხრეს, ქართული ტრადიციული ფილმი იყო”- ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” არასრულწლოვანი მონაწილის მამა

ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილე 10 წლის ბავშვის მამა, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოტყუებით გადაიღეს. იგი მოითხოვს, ფილმიდან იმ სცენის ამოღებას, სადაც მისი შვილი ფიგურირებს.

ზურაბ ღვინიაშვილი სამართალდამცავებსაც მიმართავს.

„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებებზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვანები მონაწილეობენ“, განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა.