ქურდული ობშიაკი და წილი ბიზნესიდან – 36 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის ბექა კვიციანი დააკავეს

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ დააკავეს კონკრეტულად.
“ნიუპიოტის” ინფორმაციით კი დაკავებული სწორედ ბექა კვიციანია რომელსაც პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. “ნიუპოსტისვე” ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა. ჩვენი ინფორმაციით, ბექა კვიციანი მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.