Morgantown, WV - 16 December 2020: Small bottle of coronavirus vaccine with syringe with background of the Chinese company Sinopharm logo

საცდელი ბოცვრები და ვირთხები ჩვენ ვიყავით, ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს და ახლა “ცისფერსისხლიანი” დასავლეთი იკეთებს.

როგორც კი კორონავირუსი გააქტიურდა  და პანდემიის საფრთხის წინაშე დადგა  მსოფლიო, დიდმა ქვეყნებმა  ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს.  ექსპერტები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ვაქცინის შექმნას 3-4 წელი დასჭირდებოდა,  რადგან უნდა გამოეკვლიათ  თანამდევი უარყოფითი მოვლენები,  შეესწავლათ თითოეული ნიუანსი,  მოეძებნათ მოხალისეები,  რომლებიც ამ ვაქცინას გაიკეთებდნენ,  ექსპერიმენტში მიიღებდნენ  მონაწილეობას… საზოგადოდ,  ასე ხდება არა მხოლოდ მკვლელი ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინის  შემუშავებისას, არამედ მაშინაც,  როცა თავის ტკივილის ან სიცხის  დამწევი წამლის შექმნას აპირებენ.  ეს ყველაფერი რამდენიმე მილიარდი  დოლარი ჯდება და, შესაძლოა,  ისე მოხდეს, უკუჩვენებების გამო  წამალმა ავტორიზაცია ვერ გაიაროს და  სერთიფიკატის გარეშე დარჩეს,  ამიტომ, მილიარდები წყალში  რომ არ გადაიყაროს, ცდები  ჯერ ცხოველებზე ტარდება,  ძირითადად, ვირთხებსა და  ბოცვრებზე, შემდეგ კი  ადამიანებზე გადადიან.

მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთ ამერიკულ თუ ევროპულ წამალს ქართველ პატიმრებზე ცდიდნენ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. სამაგიეროდ, სააკაშვილის  ხელისუფლება იღებდა მილიონობით  დოლარსა თუ ევროს და სულ არ  აინტერესებდა, რა შედეგი ექნებოდა  პატიმრების ჯანმრთელობაზე  საექსპერიმენტოდ შემოტანილ წამალს.  ვისაც არ სჯერა, მარტივად შეუძლია  გადაამოწმოს _ აძლევდნენ თუ არა  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  პატიმრებს წამალს, რომელსაც  არც შეფუთვა ჰქონდა და არც  ნაცნობი აბის ფორმა; ამბობდნენ  თუ არა ექიმები პირად საუბრებში,  რომ ეს ამერიკული წამალია და  ჯერჯერობით აფთიაქებში არ იყიდებაო…

სამწუხაროდ, ექსპერიმენტები ახლაც გრძელდება და ამას მარტივად დავასაბუთებთ. როცა ცივილიზებულმა სამყარომ პირველი ვაქცინა იხილა, ამ ამბავს ბევრი ქვეყანა სკეპტიკურად შეხვდა. ყველამ ზუსტად იცოდა, რომ ერთ წელიწადში, სრულყოფილი ვაქცინის კი არა, უმარტივესი წამლის შექმნაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ზოგან იძულებით, ზოგან კი ნებაყოფლობით, აცრები დაიწყო და, როცა მასობრივად არავინ დაიხოცა, ვაქცინაციის პროცესმა უფრო დიდი მასშტაბი მიიღო. ჰო, არ იყო გამორიცხული, რომ ვაქცინას უკურეაქციები მასობრივად გამოეწვია, მაგრამ რა იქნება 2-3 წელიწადში და რა უკუჩვენება ექნება ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ არ ვიცით. ცივილიზებულმა სამყარომ მაშინვე აიტაცა “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და მისმა შემქმნელებმაც გაარკვიეს, რომ ეს ვაქცინა თრომბის პროვოცირებას უწყობდა ხელს. შედეგად, ევროპის ლამის ყველა ქვეყანამ “ასტრაზენეკას” მოხმარება შეაჩერა.

ჰოდა, ბაზარზე ჯერ ჩინური “სინოფარმი” გამოჩნდა, მერე კი ჩინელებმა “სინოვაკიც” შესთავაზეს მსურველებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, ჩინურ ვაქცინას ყველამ ეჭვის თვალით შეხედა. პრინციპში, ყველაფერ ჩინურს ეჭვის თვალით უყურებს ყველა და ვაქცინა რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?! ჩინელებმა ჭკუა იხმარეს და ვაქცინის დოზების უფასო დარიგება დაიწყეს. შეძლეულ ძვალს ძაღლიც არ ეტანებაო, მაგრამ ჩვენ მივეტანეთ და თანაც _ როგორ. ჩინეთმა ჯერ “სინოფარმი” გვაჩუქა, შემდეგ კი, როცა მარაგი ამოგვეწურა, “სინოვაკიც” გვიფეშქაშა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნულ ვაქცინებზე ავტორიზაცია არ ჰქონდა გაცემული, მაგრამ ჩვენ მაინც ამ ვაქცინას ვიკეთებდით. რატომ? იმიტომ, რომ სხვა არ მოგვცეს _ “ასტრაზენეკამ” არ გაამართლა, “ფაიზერის” რიგში კი ზესახელმწიფოები იდგნენ და საქართველო ვის აინტერესებდა. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. ჯანმომ “სინოფარმსა” და “სინოვაკს” ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ვაქცინები, ასე თუ ისე, უსაფრთხოა, ე.ი., მყისვე არ მოგვკლავდა. და რა მოხდა? სწორია _ ჩინეთმა ამ ვაქცინების სხვა სახელმწიფოებისთვის მიყიდვა დაიწყო და ჩვენ ისევ ბოლოდან მეორე აღმოვჩნდით რიგში (როგორც გავარკვიეთ, ჩვენს უკან  ჯიბუტი და ჩადია). გამოვიდა, რომ საცდელი ბოცვრები  და ვირთხები ჩვენ ვიყავით,  ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს და  ახლა ცისფერსისხლიანი დასავლეთი  იკეთებს. რატომ დასავლეთი და  არა ჩრდილოეთი? იმიტომ, რომ რუსეთს თავისი ვაქცინები აქვს, წარმატებით ცრის მოსახლეობას და რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელშიც ვაქცინაციის პუნქტები 24-საათის განმავლობაში მუშაობს და აცრა წინასწარი რეგისტრაციისა და რიგში დგომის გარეშეა შესაძლებელი. გაქვს სურვილი, აიცრა? მიხვალ და აიცრები, მარაგიც არის და მედპერსონალიც მზად არის. შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთმა არაერთ ქვეყანას არათუ ვაქცინა მისცა და დიდი ნაწილი აჩუქა, არამედ წარმოების აწყობაში დაეხმარა და ახლა ათამდე ქვეყანა რუსულ ვაქცინებს თავის ტერიტორიაზე აწარმოებს. დაზუსტებით გეტყვით, რომ რუსეთს შეეძლო,  ჩვენთვის  ვაქცინაც ეჩუქებინა, წარმოების  აწყობაშიც დაგვხმარებოდა და  ახლა სამათხოვროდ არ გვექნებოდა  საქმე. ჩვენი წარმოება გვექნებოდა  და, გმოცდილების გარდა, ახალ  სამუშაო ადგილებსაც შევქმნიდით;  ვინ იცის, ეგებ სამომავლოდ სხვა,  ფართო მოხმარების მედიკამენტების  წარმოებაზე დაგვეწყო ზრუნვა და  ქვეყნიდან ამ პრეპარატის გატანა.  ისე კი არა, ქართული ფარმაცევტული  კომპანიები რომ აკეთებენ წამალს საქართველოში და ნახევარი თირკმლის ფასი რომ უდევთ…

რუსული ვაქცინის არათუ შემოტანა, არამედ ხსენებაც კი აკრძალული აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ამიტომ ისე იქცევიან, თითქოს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის მოსახლეობა არ იცრება და ვითომ იქ შედეგი არ არის. არადა, სავარაუდოდ, არც დასავლეთსა და  არც ქართველ პოლიტიკოსებს არ სურთ  იმის გახსენება, რომ რუსეთში  ლეგალურად თუ არალეგალურად  მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს  და შესაბამისად, მათი უმრავლესობა  სწორედ რუსული ვაქცინით აიცრა.  ისინი საქართველოში ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან თუ მეგობრებთან  რეკავენ და არ მალავენ, რომ  რუსულ ვაქცინა ეფექტიანია და იცავს.  უფრო მეტიც, როგორც გვეუბნებიან, არაერთმა ადამიანმა რუსული ვაქცინის შემოტანა სცადა ოჯახის წევრებისთვის და ახლა ყველა გამშვებ პუნქტზე ჩვენი მესაზღვრეები რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს განსაკუთრებით ჩხრეკენ, ვინმემ ვაქცინა რომ არ შემოიტანოს და მერე აქ ამბავი არ ატყდეს, _ კარგია, იყიდეთო. წაყრუების პოლიტიკას მისდევენ _ თითქოს არავის ახსოვს, თითქოს არც არსებობს…

პრინციპი მარტივია _ რუსეთი ხომ  საქართველოს ნომერი პირველი მტერია  და ამიტომ მტრისგან ვაქცინა არ გვინდა. მერე რა, რომ ამ ვაქცინამ,  შესაძლოა, ათოსობით სიცოცხლე  იხსნას, მაინც არ გვინდა.  ასე ხომ დასავლეთს ეწყინება და  დასავლეთის წყენას რამდენიმე ათასი  კაცის გაწირვა არ სჯობს? მერე რა,  რომ პერსპექტივაში საქართველოში  აწყობილი და დაწყობილი  ფარმაცევტული ქარხანა ძალიან  კარგი იქნება ქვეყნისთვის,  ეკონომიკასაც წაადგება.  დასავლეთის გაბრაზება ხელს არ  გვაძლებს, მერე იმ 88 მილიონს  აღარ მოგვცემს, 4 წელზე რომ უნდა გადაგვინაწილოს.  არა, შეიძლება, რუსეთის მიერ აწყობილ-დაწყობილი წარმოებით ეს 88 მილიონი ყოველთვიურად ვიშოვოთ, მაგრამ არ გვჭირდება, “მეგობრების” ხელით გამოწვდილი გვირჩევნია.

როგორც გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში 3.2 მილიონ ვაქცინას ველოდებით. წესით, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ უკვე ავტორიზებულ ვაქცინებთან ერთად ისევ შემოიტანენ რაღაც ახალს, რომლითაც დაიწყება აცრები და, თუ გადავრჩით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ახალ ვაქცინას ავტორიზაციას მისცემს. სამწუხაროდ, ჩვენ კი არა, დანარჩენმა მსოფლიომაც არ იცის, რა იქნება 2 და 3 წლის შემდეგ და რა შედეგს მოგვიტანს ეს აცრები. სოციალურ ქსელებში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება და ძნელია, რომელიმეს დაუჯერო. უფრო სწორად, გინდა, დაიჯერო, რომ აპოკალიფსი არ დაიწყება და ვაქცინირებულებს არაფერი დაემართებათ. მანამდე კი…

რუსეთმა, რომელსაც დასავლეთი ღიად ებრძვის, შეიმუშავა სამი ვაქცინა, რომლითაც თავის მოქალაქეებს ცრის. არსებობს რაღაც, რაც სწორედ მათ იციან. სხვაგვარად, არ გარისკავდნენ და მთელი ქვეყნის მოსახლეობას საფრთხას არ შეუქმნიდნენ. არ ვამტკიცებთ,  რომ რუსული ვაქცინა პანაცეაა,  მაგრამ ხომ შეიძლება, ისიც  შემოიტანონ და შემდეგ უკვე  მოსახლეობამ აირჩიოს, რომლით  ურჩევნია აცრა?!  მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ ადამიანების ნაცნობები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთში არიან, უპირატესობას სწორედ რუსულს მიანიჭებენ და ეს, უბრალოდ, საგარეო-პოლიტიკურ კურსს არ შეესაბამება. ჰოდა, ვიყოთ ასე,  ვიფიქროთ იმაზე, რა ესიამოვნება  დასავლეთს, და არა იმაზე, რა  სჭირდება ქართველ ხალხს. აგერ, ტურისტული სეზონი ნელ-ნელა რომ ხურდება და აპრილში ეკონომიკური ზრდის 44%-იანი მაჩვენებელი გვქონდა, დიდწილად რუსი ტურისტების დამსახურება რომ არის, არ ვთქვათ. შემოსული ტურისტების 90%-ზე მეტი ჩრდილოელ მეზობელზე მოდის, მაგრამ ჩუმად, დასავლეთმა არ  გაიგოს, ამას ხმამაღლა რომ ვამბობთ.

ბესო ბარბაქაძე
Geworld.

კომენტარები ფეისბუქიდან