ევროპის საუკეთესო აუთლეტ მაღაზიები!

ევროპის საუკეთესო აუთლეტ მაღაზიები!

საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტულია. არ აქვ მნიშვნელობა რა ეროვნებისაა ადამიანი, ყველას სურს კარგად და გემოვნებიანად გამოიყრებოდეს. ამის გათვალისწინებით კი, შოპინგი თანამედროვე ადამიანის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც დღის ბოლოს საუკეთესოდ აისახება როგორც ჩაცმულობაზე, ისე ხასიათზე. წარმატებულ შოპინგად ითვლება, როდესაც სანუკვარ ნივთს საუკეთესო ფასად ვიპოვით, ამიტომ უდაოდ სასიამოვნოა ახალი მაღაზიისა თუ ბრენდის აღმოჩენა, რომელიც ფასდაკლებებითა თუ დაბალი ფასით გაგვანებივრებს.

დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის იდეალური ადგილი აუთლეტ მაღაზიებია, სადაც ცნობილი ბრენდების პროდუქტი საკმაოდ დაბალ ფასადაა განთავსებული. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონზე სრულად ვერ ასწრებს პროდუქტის სრულად გაყიდვას, რადგან ხშირად დიდი რაოდენობით აწარმოებს, ეს ტანსაცმელი კი სწორედ აუთლეტ მაღაზიებში ხვდება. 

აუთლეტ მაღაზიებში შოპინგი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ყოველდღიურად მოლიონობით ადამიანი სტუმრობს მათ. როგორც წესი, აუთლეტ მაღაზიებს შეიძლება სხვადასხვა ადგილასს შეხვდეთ – ცალკეული მაღაზიები რომელიმე ქუჩაზე, სადაც კონკრეტული ბრენდის მაღაზიაა წარმოდგენილი; მოლები, სადაც სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებია და ბოლოს, აუთლეტ სოფლები, სადაც უზარმაზარ სივრცეს მხოლოდ ცნობილი თუ ადგილობრივი ბრენდების აუთლეტ მაღაზიები კავებენ. სწორედ ეს ბოლო კონცეფციაა ყველა შოპინგის მოყვარულისთვის ნამდვილი აუთლეტის შესაძლებლობა, რაც იქნება როგორც outlet opportunity. თუ ევროპაში გაქვთ გადაწყვეტილი სამომავლოდ გამგზავრება, აუცილებლად დაგაინტერესებთ ის საუკეთესო ადგილები, სადაც ნამდვილად ღირს საშოპინგოდ შევლა.

Outletcity Metzingen, გერმანია

გერმანია საკმაოდ პოპულარული ქვეყანაა საცხოვრებლად თუ სამუშაოდ, ამიტომ თუ გერმანიაში უკვე იმყოფებით, ან მომავალში გეგმავთ გამგზავრებას, გაითვალისწინეთ, აუცილებლად ესტუმროთ ამ ადგილს, სადაც წარმოდგენილია Hugo Boss-ის ექსკლუზიური მოდელები

Designer Outlet Berlin, გერმანია

ბერლინთან ყველაზე ახლოს აღნიშნული მოლი ყველაზე ახლოა, სადაც წარმოდგენილია 120-მდე ბრენდი, რომელთან პროდუქტებზეც ძალიან ხშირად საკმაოდ კარგი ფასდაკლებებიც მოქმედებს.

Fidenza Village, იტალია

იტალია ნამდვილადაა დახვეწილობის ქვეყანა, რაზეც აუთლეტ სოფლის კონცეფციით შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდიც მოწმობს. აქ 100-მდე ისეთი ბრენდია წარმოდგენილი, როგორიცაა Versace, Michael Kors, Paul Smith, D&G და სხვა. ამ ადგილას შოპინგის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული ფასდაკლებების პერიოდში იწყება, რადგან ამ დროს წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეგიძლიათ სამოსის არჩევა.

Serravalle Designer Outlet, იტალია

ეს ადგილი ნამდვილად გაგაოცებთ, რადგან სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელს ევროპაში, ხოლო სრული დათვალიერებისთვის ერთი დღეც კი არ გეყოფათ. აუთლეტ მოლში განთავსებულია 160-ზე მეტი ბრენდი თავისი მაღაზიით და თითქმის ყოველთვის მოქმედებს ფასდაკლება.

La Vallee Village, საფრანგეთი

საფრანგეთში მდებარე მოლი ყველაზე საყვარელი ადგილია მათთვის, ვისაც შოპინგი და მოდის ინდუსტრიით ცხოვრობს, რადგან აქ წარმოდგენილია ყველაზე ცნობილი ბრენდების 130-ზე მეტი მაღაზია. ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ საფრანგეთში ცხოვრობთ ან აპირებთ წასვლას.

Bicester Village, დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი აუთლეტ სოფელი ლონდონის გარეუბანში და აქ მისული, შეიძლება გადაეყაროთ საშოპინგოდ მისულ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს. აუთლეტი აერთიანებს 140 ბრენდულ მაღაზიაზე მეტს და აქ ყოველთვის მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება

საქრთველოში აუთლეტ მაღაზიებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, ამიტომ ჩნდება მოტივაცია, იყოს ერთი სივრცე, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ბრენდებს. სწორედ ამიტომ, დაიბადა იდეა, თბილისთან ახლოს აშენებულიყო აუთლეტ სოფლის კონცეფციით შექმნილი სივრცე, რომელიც უდიდესი იქნებოდა ევროპა-აზიის გზაგასაყარზე და რომელიც სულ მალე კარს გაუღებს პირველ მომხმარებლებს. სივრცე ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისევე უცოელი სტუმრებისთვის, რადგან ნამდვილად იქნება outlet opportunity, ანუ საუკეთესო შესაძლებლობა, რაც შეიძლება აუთლეტ მაღაზიებში მიიღოთ.