ეს ყურებიანი მაიმუნი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვიცი სადამდე მიიყვანა დასავლეთის ასეთმა უპასუხისმგებლო ლაყბობამ უკრაინა! დღეს ზელენსკი იხვეწება დახმარებას, მაგრამ აცნობიერებს რომ მარტო დარჩა.

ექსპერტი დავით ქართველიშვილი The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის, ლუკ კოფის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:+

„ეს ყურებიანი მაიმუნი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვიცი სადამდე მიიყვანა დასავლეთის ასეთმა უპასუხისმგებლო ლაყბობამ უკრაინა! დღეს ზელენსკი იხვეწება დახმარებას, მაგრამ აცნობიერებს რომ მარტო დარჩა და ამას ღიად ამბობს. დროა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ ყველა დროს და ყველა სიტუაციაში უნდა ვიმოქმედოთ ილია ჭავჭავაძის შეგონებით – ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს! ამ არსებას და დასავლეთს კი ერთ რამეს ვურჩევდი – აჩვენეთ უკრიანას, რომ რეალურად დგახართ მათ გვერდით, გადადგით რეალური ნაბიჯები მათ დასახმარებლად, თორემ საკუთარი ხელით უთხრით ძირს დასავლურ ღირებულებებს!“ – წერს ქართველიშვილი.+

შეგახსენებთ, რომ ლუკ კოფიმ საქართველოს „კბილებამდე შეიარაღების“ აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა.

„დროა დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი გადაწყვეტს მათთან (ისევ) შეჭრას, როგორც უკრაინაში,“ – დაწერა ლუკ კოფიმ „ტვიტერზე“.