WHO-ს ექსპერიმენტის მონაწილეების ნაწილი გარდაიცვალა, ნაწილი გახდა უნაყოფო!

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) გაეროს მიერ დაარსდა 1948 წელს და მისი მიზანი, შექმნის დღიდან, იყო გლობალური ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა.

დღესდღეობით ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 194 სახელმწიფო და არაერთი ორგანიზაცია. WHO დამოკიდებულია როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით შენატანებზე და სწორედ ამ რესურსებით ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პროგრამებს. შენატანებიდან დაახლოებით 20% სავალდებულო, ხოლო დანარჩენი 80% ნებაყოფლობითია. სწორედ აქ არის მთავარი საშიშროებაც, რადგან მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა მოახერხეს, რომ გლობალურად უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის პოლიტიკაზე სწორედ დაფინანსების გზით იქონიონ გავლენა.

დროთა განმავლობაში, სამართლიანად გაჩნდა ეჭვი მის დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან და ზოგადად მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, WHO სწორედ იმ მხარის პოლიტიკის გატარებას ცდილობს, საიდანაც შემოსავლის მიღება ხდება ან ამის მეტი შანსია: იქნება ეს ფარმა ინდუსტრია, აგროსექტორი, ენერგეტიკა თუ სახელმწიფოები. ორგანიზაციის მიმართ არაერთხელ გავრცელდა ექსპერტების თუ ქვეყნების მხრიდან კრიტიკა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაზე საუბრისას, პირველ რიგში, მსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ ივლისში გაკეთებული განცხადების შესახებ. კერძოდ, 12 ივლისს WHO–ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ახალი რეკომენდაციები ადამიანის გენომის ცვლილებასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის გენომის ცვლილების პროექტზე, რომელიც უნდა იყოს გლობალური და ემსახურება კაცობრიობის საუკეთესო ინტერესებს. ორგანიზაციის დირექტორი და მსოფლიოს “მთვარი ექიმი” ამბობს, რომ: ” ადამიანის გენომის ცვლილებას აქვს პოტენციალი, რომ გაუმჯობესდეს დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობა. მაგრამ სრული შედეგი იქნება მაშინ, თუკი ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, იმის ნაცვლად, რომ გაიზარდოს ჯადაცვის უთანასწორობა ქვეყნებში და მათ შორის”. დიახ საუბარია ადამიანის გენომის ცვლილებაზე და როგორც ყოველთვის საზოგადოების საუკეთესო მიზნებისათვის. თუმცა იმ კრიტიკის შემდეგ, რაც ამ სტატიაშია მოცემული, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არა მხოლოდ ეს უაღრესად საშიში ექსპერიმენტი, არამედი მთლიანად ორგანიზაციის მუშაობა და მიზნები.

https://www.who.int/…/12-07-2021-who-issues-new…

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკით, ყველაზე კარგად გამოჩნდა WHO–ს ნამდვილი სახე. ჯერ იყო და უკვე 2019 წლის დეკემბერში ტაივანიდან მიღებული გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რომ ჩინეთში რაღაც ახალი ვირუსი ვრცელდებოდა და ადამიანიდან ადამიანზე გადამდები იყო. ამას ემატება ორგანიზაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები და რაღა თქმა უნდა კორონავირუსის ვაქცინაცია. იკვეთება საინტერესო კავშირებიც WHO_ს გენერალურ დირექტორს და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას (CCP) შორის.

ამას გარდა ისმის ბრალდებებიც, რომ „მსოფლიოს ექიმი“ მონაწილეობდა გენოციდში. დადასტურდება თუ არა ბრალდებები, დიდი ალბათობით იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აუბამს ფეხს მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებს.

https://www.focus.de/…/bedeutender-entscheider-who-chef…

საშიშორების შემცველი და დასაფიქრებელია WHO_ს და BMGF (Bill and Melinda Gates Foundation)_ის თანამშრომლობა. სწორედ ბილ გეითსი და მისი ფონდია WHO_ს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ–ს შემდეგ. მაგალითისათვის 2018–2019 წლებში ორგანიზაციის ბიუჯეტმა 5,623,603,000 ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 15% აშშ_ის მთავრობისაგან, ხოლო 10%_ზე მეტი პირდაპირ გეითსების ფონდიდან იყო. ამას ემატება GAVI Alliance_დან მიღებული დამატებითი თითქმის 8%, ეს უკანასკნელი კი გეითსების ფონდიდან ფინანსდება.

ზემოხსენებულიდან აშკარად ჩანს, რომ ორგანიზაცია, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაზეა პასუხისმგებელი, დიდწილად კერძო პირებზეა დამოკიდებული. მას შემდეგ კი, რაც 2020 წელს არასწორი ჯანდაცვის პოლიტიკის გამო დონალდ ტრამპმა ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა, WHO–ს მთავარ პარტნიორად სწორედ ბილ და მელინდა გეითსების ფონდი იქცა. აქვე დავამატებ, რომ ტოპ 5 დამფინანსებლიდან 2 სწორედ GAVI და BMGF გახლავთ ჯამში შენატანების 18%_ზე მეტით.

https://www.zdf.de/…/coronavirus-who-organisation…

http://open.who.int/2018-19/contributors/contributor

2014 წლის 23 მარტს WHO–მ განაცხადა, რომ სამხრეთ–აღმოსავლეთ გვინეაში დაფიქსირდა ებოლას შემთხვევები. ცნობილია, რომ ეს ინფექცია მაღალი ლეტალობით (25-90%) და განსაკუთრებულათ რთული მიმდინარეობით გამოირჩევა. მიუხედავად, იმისა რომ ექსპერტები ეპიდემიის დასაწყისშივე აფრთხილებდნენ WHO–ს ვირუსის საშიშროების შესახებ, ორგანიზაციამ მხოლოდ ზაფხულში გამოაცხადა ეპიდემია, რის გამოც მისი მართვა შეუძლებელი გახდა. მხოლოდ იმ წელს ავადმყოფობამ 11 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვრპლა დასავლეთ აფრიკაში და დღემდე ფიქსირდება შემთხვევები. ექსპერტების აზრით, ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება WHO–ს მხრიდან, როცა რამოდენიმე თვის დაგვიანებით მოხდა ზომების მიღება, რომლებიც რეალურად არც იყო საკმარისი ვირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად. დღემდე ვერ, ან არ შეიქმნა ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება. ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი და მოგების მიღების ნაკლები შესაძლებლობა სახელდება.

https://www.theguardian.com/…/experts-criticise-world…

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი კრიტიკა ეხება ცდებს, რომლის განმავლობაშიც ინდოეთის ღარიბ, მცირეწლოვან მოსახლეობაზე იტესტებოდა პრეპარატები (Gardasil და Cervanix) პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო ათობით ათასმა გოგონამ (9-15 წლის). მათ ნაწილს არ ჰყავდა მშობლები, ხოლო ვისაც ჰყავდა დაუმალეს, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ამ ტესტირებას. ექსპერიმენტის მონაწილეების ნაწილი გარდაიცვალა, ზოგიერთ მათგანს განუვითარდა სხვადასხვა სიმძიმის დაავადებები, ნაწილი გახდა უნაყოფო. ამ ცდებში მონაწილებდნენ შემდეგი ორგანიზაციები:

& WHO The World Health Organization

& BMGF The Bill & Melinda Gates Foundation

& PATH Program for Appropriate Technology in Health (funded by the Gates’ foundation),

& GAVI Global Alliance for Vaccines and Immunization (funded by the Gates’ foundation)

https://economictimes.indiatimes.com/…/art…/41280050.cms

ტეტანუსის საწინააღმდეგო მასიური აცრები კენიაში 2014 წელს. კენიის კათოლიკე ეპისკოპოსების და ექიმების მიერ გამოცემული მიმართვის მიხედვით 2014 წელს ჩატარებული აცრების დროს გამოყენებულ იქნა ვაქცინა, რომლის შემადგენლობაშიც, გარდა ტეტანუსის საწინააღმდეგო საშუალებისა, იყო Beta HCD. ეს ჰორმონი ხელს უწობს ქალების ორგანიზმში სპეციალური ანტისხეულების გამომუშვებას, რომლებიც მომავალში უნაყოფობას იწვევენ. აღნიშნულ იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ WHO, UNICEF და The Bill & Melinda Gates Organization.

წყარო: http://www.fides.org