ანტივაქსერობა საამაყოა.

იტალიაში, ქალაქ ბიელაში (პიემონტე) 50 წლის მამაკაცი ასაცრელად, სილიკონის ხელით გამოცხადდა. ამ ხერხს მამაკაცმა მხოლოდ Green pass-ის მისაღებად მიმართა, რადგან იტალიაში 6 დეკემბრიდან რეგულაციები მკაცრდება და “მწვანე საშვის” გარეშე რაიმე სახის აქტივობა, იქნება ეს სამსახურებრივი თუ სოციალური, თითქმის შეუძლებელი იქნება.

შემთხვევა 2 დეკემბერს, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში მოხდა. სილიკონის ხელი ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ექთანმა მაინც შეამჩნია, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მამაკაცს სთხოვა, მთლიანი მკლავი ეჩვენებინა. მამაკაცმა მას შემდეგ, რაც შეატყო რომ მიუხვდნენ საქციელს, ექთანს სთხოვა, თვალი დაეხუჭა ამ ყველაფერზე.