პუტინი პროდასავლური განწყობის მქონე რუსებს „ეროვნულ მოღალატეებს“ უწოდებს.

პუტინი პროდასავლური განწყობის მქონე რუსებს „ეროვნულ მოღალატეებს“ უწოდებს. ამის შესახებ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

“პროდასავლური განწყობის მქონე რუსები ერის მოღალატეები არიან – ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ხამანწკებისა და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება” – ვლადიმირ პუტინი
„დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც აქ შოულობს ფულს, მაგრამ იქ ცხოვრობს. „იქ ცხოვრებაში” მე არ ვგულისხმობ სიტყვის გეოგრაფიული გაგებით, არამედ მათი აზროვნებით, მათი მონური ცნობიერების მიხედვით. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ხამანწკებისა და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება”, – განაცხადა პუტინმა.