MISS MODEL OF THE WORLD 2025 — საქართველო TOP – სამეულში მოხვდა!

MISS MODEL OF THE WORLD 2025 — საქართველო TOP 3-ში! საპრიზო ადგილი კი ჩვენს ქვეყანას ანი სტეფანიშვილმა მიაღებინა!

TVM NEWS-ის ჟურნალისტმა სპეციალური ინტერვიუ ჩაწერა “კატრინის” დამფუძნებელთან, რომლის მცირე ჩანაწერს და ემოციურ სიტყვებს აქვე გთავაზობთ:

ეკატერინე მგალობლიშვილი:

“საქართველო მსოფლიოს 90 ქვეყნის შორის საუკეთესო სამეულში მოხვდა! განსაკუთრებული სიამაყით აღვსილი ვაცხადებ, რომ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალმა მოდელმა, ანი სტეფანიშვილმა, მსოფლიო სამოდელო კონკურსზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დიდ სცენაზე „Georgia – Top 5“-ის გამოცხადებისა და ეკრანზე საქართველოს დროშის გამოჩენის ემოციის სიტყვებით გადმოცემა ახლაც მიჭირს.
ანი სტეფანიშვილი – Ani Stepanishvili — GEORGIA
ეს გრძნობა მართლაც შეუფასებელია…

ამაყად აღვნიშნავთ, რომ ერთად შევძელით კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მსოფლიოსთვის ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიით გამორჩეული ქვეყანა — საქართველო.” ❤️

შეგახსენებთ, რომ ეს პრესტიჟული კონკურსი ჩინეთში ჩატარდა.
მუსიკალური გაფორმება ისევ მარკუს მეტრეველს — Marcus Metreveli-ს ეკუთვნის (უკვე მეორედ).
საერთაშორისო ჟიურის წევრი და ეროვნული დირექტორი იყო ეკა მგალობლიშვილი.

Katrini Model Agency • სამოდელო სააგენტო „კატრინი“

განსაკუთრებული მადლობა კონკურსის პრეზიდენტს, „მის ანას“, დაუვიწყარი დღეებისა და პრესტიჟული ჯილდოსთვის. ❤️