მოგესალმებით მეგობრებო, როგორც შეგპირდით TVM NEWS-ის მედია ჯგუფი განაგრძობს ქართული მოდის სიახლეების მიმოხილვას და დღეს გაგაცნობთ 15 წლის ნიჭიერ “კატრინი”ს მოდელს, რომელიც საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე ბულგარეთში
,,Little\ Teen Miss & Mister Galaxy “ -2026 საქართველოს სახელით წარსდგება.
ლიზი მარჩილაშვილი 15 წლის მოდელია, რომლის ბავშვობის ოცნება მოდის სამყაროსთან იყო დაკავშირებული. პატარაობიდანვე წარმოიდგენდა საკუთარ თავს პოდიუმზე — თავდაჯერებულს, ელეგანტურს და წარმატებულს.
ეს ოცნება რეალობად სწორედ სამოდელო სააგენტო „კატრინში“ იქცა — სივრცეში, რომელმაც ლიზის მისცა შესაძლებლობა საკუთარი თავი აღმოეჩინა და პროფესიული გზა დაეწყო.
მისი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში თელავიდან დაიწყო. განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს თელავის ფილიალის დირექტორს, ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი განვითარების საწყის ეტაპზე.
ლიზის პირველი გამოსვლა პოდიუმზე საქართველოს მოდის კვირეულზე შედგა. ეს დღე მისთვის დაუვიწყარი ემოციებით სავსე იყო — მომენტი, როდესაც ბავშვობის ოცნება რეალურად იქცა.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საერთაშორისო კონკურსი დუბაიში, სადაც ლიზიმ მოიპოვა ტიტული TOP MODEL. ეს გამარჯვება გახდა დიდი გამოცდილება, თავდაჯერებულობის წყარო და კიდევ ერთი წინსვლა მის პროფესიულ გზაზე.
ლიზიმ მონაწილეობა მიიღო ასევე კონკურსში WORLD RISING STARS, სადაც წარადგინა ბრენდი ANASTASIA. ეს პროექტი მისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა — შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
ლიზი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილს, რომელმაც მისცა შანსი საკუთარი თავი ეპოვა ამ სფეროში.
„კატრინი“ მისთვის მხოლოდ სააგენტო არ არის — ეს არის დიდი ოჯახი, სადაც სითბო, მხარდაჭერა და სიყვარული ყოველთვის იგრძნობა. ქალბატონი ეკა კი დედასავით ზრუნავს თითოეულ მოდელზე.
თებერვალში ლიზიმ მონაწილეობა მიიღო მილანში მოდის კვირეულზე.
ლიზი მარჩილაშვილი თავდაჯერებით მიიწევს წარმატებისკენ და ამტკიცებს, რომ როცა ოცნებას შრომა და სწორი გარემო ერთვის, ყველაფერი შესაძლებელია.
ვიცი დამეთანხმებით
„კატრინი“ — წარმატების გარანტიაა.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი