რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია… – პრეზიდენტი

რუსეთთან დიალოგი დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია”  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვიდრე რუსეთის ხელისუფლებისგან არ წამოვა გზავნილი, რომ მოსკოვი მზად არის, საოკუპაციო ხაზი გადასწიოს, ასევე არ არის არანაირი ნიშანი ჩვენი მოკავშირე ამერიკელებისა და ევროპელებისგან, მანამდე, ჩემი აზრით, რუსეთთან დიალოგში მარტო შესვლას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ, სად მიგვიყვანს ეს გზა ან რა აზრი აქვს საუბარს პუტინთან, რომლის ქმედებები უფრო ხისტი ხდება. როგორც დიპლომატი, მივიჩნევ, რომ დიალოგზე უარი არ შეიძლება, თუ შედეგების მიღწევა გვსურს, თუმცა აუცილებელია, იყოს შესაბამისი კონტექსტი და არსებობდეს აუცილებელი შემადგენელი ელემენტები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. კითხვაზე, რატომ აგრძელებს რუსეთი აგრესიულ ქმედებებს, პრეზიდენტი პასუხობს, რომ „მოსკოვში უბრალოდ, სხვა არაფრის გამოგონება არ შეუძლიათ“.

„რუსეთი ხელისუფლება აგრძელებს იმპერიულ და შემდეგ საბჭოთა ხაზს – დაყავი და იბატონე. მათ ალტერანტიული პოლიტიკა არ აქვთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საკმაოდ პოზიტიური იყო.

ამასთან, მისი განცხადებით, ევროკავშირის პირველი პირები საქართველოში ჩამოვლენ.

„მე ხაზი გავუსვი, რომ მესმის რა არის დღევანდელ დღეს შემაფერხებელი გარემოებები აქ უფრო ევროკავშირი იგულისხმება, თუმცა ამ რეალიზმის გათვალსიწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა მონაცემები, რათა გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები. ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან ვისაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ვართ უფრო წინმდგომი და ჩვენ ეს სტატუსი უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის, ამის მოდელები არის უკვე ჩვენ ერასმუსში ვართ წევრი, ერასმუსი არის სტუდენტებისთვის, ასევე გაიხსნება ერასმუსი პლუსი ,ეს არის მკვლევარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
marchalpres.