გურამ ქართველიშვილი: უცხოელები ცდილობენ, ქართველები ჩვენი მიწა-წყლიდან აგვყარონ
“ევროპელები ამხელა თანხას ტყუილად არ იძლევიან”.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებშიხშირად წააწყდებით სულის შემძვრელირეალობის აღმწერ
ტექსტებს, რომელთაავტორია ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გურამქართველიშვილი, კაცი,
რომელმაცუნიკალური გადაცემა “გააგრძელესაქართველოს ისტორია” შექმნა, თუმცაძალიან მალე
დაუხურეს. ბატონი გურამიქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და“მიგრაციის პაქტზე” გვესაუბრება:
_ ხელისუფლება ჩუმად მოქმედების გზას ადგას, ქართველი ერისგან მალავს ყველა ნაბიჯს. მაგალითად,
ხელი მოაწერეს გაეროს მიგრაციის პაქტს და ეს არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ აქვს ბრძანება მიღებული, რომ ზედმიწევნით შესრულონ ვალდებულებები, რომელსაც ევროპა აკისრებს, ოთხ მილიარდამდე გამოყოფილი ფულიც სწორედ ამისთვის უნდა დაიხარჯოს. დამიჯერეთ, ევროპელები ამხელა თანხას ტყუილად არ იძლევიან.
_ რომელ მილიარდებზე საუბრობთ, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნითრომ გამოუყვეს
საქართველოს?
_ ევროპელები ქართველებს ინფრასტრუქტურას არ შეუქმნიან, “პაქტში” ზუსტად წერია, რა აქვს
საქართველოს გასაკეთებელი, როგორი კეთილდღეობა უნდა მოუწყოს ჩვენმა ხელისუფლებამ მიგრანტებს, რომლებსაც მალე შემოიყვანენ. როდესაც ხელისუფლება ყველაფერს მალავს, ჩვენ, ქართველებს, უფლება
გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ მის ყველა ნაბიჯსა და ყველა თეთრში, რომელსაც ევროპა გვაძლევს. უჩუმრად მიდის პროცესები. ევროპა დაამერიკა თითქმის 30 წელიწადია, საზარბაზნე ხორცად ამზადებენქართველებს.
ამის თქმა არ მერიდება. ჩვენომში ვართ და ამას უკუპროცესებიაუცილებლად მოჰყვება.
უცხოელები ცდილობენ, ქართველები ამ მიწა-წყლიდან აგვყარონ, მაგრამ ყველა ვერ გაიქცევა,
მიუხედავად გაუსაძლისი სოციალური ფონისა.
ისტორიკოსი ვარ, აღმოსავლეთმცოდნე და კავკასიის ისტორიის არაცთუ ცუდად მცოდნე,
ჩვენს მიწაზე კავკასიელ ხალხებს თვალი უჭირავთ, ეს არახალია, ოდითგანვე ასეა და, თუკი ჩვენ,
აბორიგენები, დიდი ისტორიის მქონე ერი უარს ვიტყვით ჩვენს მიწაზე, ამ ტერიტორიას არ დათმობენ აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტნელი, ჩეჩენი ერები, რომლებიც აქტიურები არიან, სამშობლო უყვართ და სოროსი თავის ქვეყანაში არ შეუშვიათ, არც პაქტებზე მოუწერიათ ხელი და არც სამშობლოსთვის უღალატიათ. გადაფოფრილნი არიან საკუთარ ქვეყანას. ამ ხალხებს თვალი ჩვენს ქვეყანაზე უჭირავთ, ზღვა უნდათ. ჩვენი ხელისუფლება ტრაბახობს, რომ სირიელი ლტოლვილები არ შემოუშვეს (და ამით ასადს ხელები გაუხსნეს აფხაზეთის საღიარებლად. რედ.), თავს იწონებენ, რომ რაღაცაზე თქვეს უარი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხომ გაფორმებული მონები არიან და დაქირავებულნი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ივანიშვილი, ამდენი წლის გაპიარებული კაცი, ფსევდომეცენატი, ათ თეთრს
უგდებს ჩვენს დამუნჯებულ ინტელიგენციას, რომელიც მხოლოდ ფულსა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ის გახლავთ ქართველი მავნებელი-ოლიგარქი. ამ კაცმა თავის თავზე აიღო დავალება, უფრო ზუსტად მიიღო დავალება ევროპისგან, რომ ყველაფერი შეასრულოს.
მარტივ სტატისტიკას გეტყვით: ორი მილიონი მიგრანტი მიიღო თურქეთმა და ერთ წელიწადში 380 ათასი ბავშვი დაიბადა. ესენი არიან სოციალურად გაჭირვებული დევნილები. წარმოიდგინეთ, რა მოხდებასაქართველოში, როდესაც მართლაც“მსხმოიარე” ეთნოსებს
შემოიყვანენ. საქართველო არსებობას დაასრულებს, დევნილები, რომლებზეც საუბარია, აგრესიული
ხალხია. ჩვენ ამას ყოველ წუთსვხედავთ ევროპის მაგალითზე. დევნილებიჩვენს ქვეყანაში მოვლენ
იმისთვის, რომჩვენ გაგვყარონ ამ ქვეყნიდან. ესნებისმერი დევნილის მიზანია, თანაცისეთი
ედემიდან, როგორიც ჩვენიქვეყანაა.
ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდობა ნარკოტიკზე შესვა, მარიხუანის ლეგალიზაცია, ფაქტობრივად,
უკვე მოხდა, პლანტაციები შენდება. მიგრანტები აქ რომ შემოვლენ, თანაც ნარკომანების ქვეყანაში,
აქ იქნება ჯოჯოხეთი.
4 მილიარდამდე თანხა, რომელიც გამოყოფილია, მეორე ავღანეთს შეგვიქმნის. მომავალ თაობებს
დაგვიღუპავენ. კავკასია გრძნობს უკვე, რომ ეს ნარკოტიკული ბუმი ამ ტერიტორიას მოედება.
თუკი არ გამოვფხიზლდებით, თუკი ხალხი არ ჩავიგდებთ ხელში პასუხიმგებლობას, თუ ერი არ
გამოფხიზლდა, ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს.
_ არ არის ადვილი ხალხისგამოფხიზლება…
_ შეუქცევადი პერმანენტული აქციებია აუცილებელი. მინდა გითხრათ, რომ ამდენ ტყუილში ერთი
მართალი სიტყვა ტემპერატურას აწევს. ადამიანები, რომლებიც შინ სხედან, კომპიუტერს არიან
მიჯაჭვულნი, სიმებივით არიან დაჭიმულები, ეს იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისბიჭებმა.
ჩვენ ვემზადებით სიმართლის სათქმელად, კარგი გუნდი ვართ. არ დაგიმალავთ, ხალხის მობილიზება
იწყება, ფინანსებსაც მოვიზიდავთ. ემიგრანტები მზად არიან დასახმარებლად და სწორედ ამიტომაც არის,
რომ ბოლო დროს სააკაშვილი დარბის ემიგრანტებთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ცდილობენ, ემიგრანტები გადაიბირონ.
_ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არმოგწონდათ?
_ პოლიტიკაში რომ მოვიდა, მეგონა, რაღაც შეიცვლებოდა, ფონი კარგი შექმნა, თანაც ე.წ. ინტელიგენცია
მაგრად დაუდგა გვერდით და მეგონა, გვეშველებოდა, მაგრამ ე.წ. ინტელიგენციამ ქვეყანას კიდევ ერთხელ უღალატა. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, როგორც მწერალს, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. ჩვენი ე.წ. ინტელიგენცია ხელს უწყობსნეოლიბერალიზმის განვითარებას დაყველას ყიდულობს ბიძინა
ივანიშვილი.
დღეს ყველანი კულისებში არიან. სად არის დათო მაღრაძე? კოტე ჯანდიერი? რა, სამშობლო არ უყვართ? ამ ადამიანებმა ჩააგდეს ბიძინა ივანიშვილის ხელში ეს ქვეყანა. აქვე დავასახელებ ზაზაშათირიშვილსაც,
რომელიც საერთოდ აღარ ჩანს… ეს ადამიანები იყვნენ ბიძინას აპოლოგეტები და დღეს აღარ ჩანან. ქვეყანა იღუპება და კერძო საუბრებში ამბობენ, რომ არაფერიც არ ხდება, რადგან სალონები აქვთ დაფინანსებული
ბიძინა ბიძიასგან. ამას ღალატი ჰქვია. როცა ქვეყანა გვეღუპება, ჩირგვში არ უნდა იჯდე. ეს ადამიანები
ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ასე ვერ ვუწოდებ, მეგობრები ვერ იქნებიან, სანამ ხმას არ ამოიღებენ.
ერთადერთი იარაღი შემრჩა _ სალამი და ამ სალამს ვეღარ ვიმეტებ ბევრისთვის… ამას წინათ დავწერე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორზე, რომელიც წლების განმავლობაში ბუდაპეშტში სოროსის ცენტრალურ ოფისში იჯდა, კაცი, რომელიც კურატორობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განათლების სისტემებს. სოროსი ბავრი ქვეყნიდან გააძევეს, მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით ბრიყვები.
პირუტყვის დონის განათლების სისტემა გვაქვს და მას ეს სოროსის ლეკვი დირიჟორობს, რასაც ბიძინა ივანიშვილის ნარკოტიკის პოლიტიკა უდგას მხარში. დეგრადაციისკენ მიჰყავთ ერი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.