ქართველი სპორტსმენები აშშ–ში 2019 WNPF–სთვის ემზადებიან
Posted by: თამთა
03/02/2019
811 Views
ქართველი სპორტსმენები აშშ–ში 2019 WNPF–სთვის ემზადებიან
Power Lifting –სპორტის ეს სპოპულარული სახეობა ყოველწლიურად სხვადასხვა შეჯიბრების წყალობით უამრავ ნიჭიერ და წარმატებულ სპორტსმენს გამოავლენს. ამ ყველაფერში კი ქართველი სამჭიდელები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები, განსაკუთრებით აშშ–ში, სადაც Power Lifting ერთ–ერთ წამყვან სახეობად ითვლება და ჩვენი სპორტსმენები თავიანთი ფიზიკური მონაცემების წყალობით, არაერთ შეჯიბრებაში იმარჯვებენ.
Power Lifting ათლეტიზმის, ძალოსნური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის არსი, სხვადასხვა მოძრაობით სიმძიმეების აწევაში მდგომარეობს. ეს მოძრაობებია: ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა. ძალისმიერ სამჭიდში, სიმძიმედ შტანგა გამოიყენება და მიუხედავად იმისა, რომ ძალისმიერ სამჭიდსა და ძალოსნობას შორის ბევრი მსგავსებაა, სპორტის ეს სახეობები ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. ძალისმიერ სამჭიდში ათლეტმა შტანგა ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა ასწიოს, შეჯიბრებებზე მოძრაობები დადგენილი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს.
ქართველი სამჭიდელები – თეიმურაზ ლუტიძე და კობა ალუდაური აშშ–ში მორიგი შეჯიბრებისთვის ემზადებიან, რომელიც 23 თებერვალს ჩატარდება. ეს არის შტატებს შორის შეჯიბრება – 2019 WNPF, სადაც აშშ–ში მცხოვრები ის სამჭიდელები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა სახელსაც არაერთი გამარჯვება უკავშირდება. TVM.GE ჩვენს სპორტსმენებს ღირსეულ ასპარეზობასა და წარმატებას უსურვებს.
მოამზადა თამთა დადეშელმა
2019-02-03