გურიამ “არტ გენს” უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ლანჩხუთის რაიონის სოფელ არჩეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების გარდა, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, გაიმართა “შავფაროსნების” წარმოდგენაც. ფესტივალი გურიაში “ფრანის” კონცერტით დასრულდა.
“არტ გენი” 27 ივნისს წყალტუბოში გადაინაცვლებს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი