ბედნიერების 45 წელი. ვინ არის ცნობილი ქუთაისელი ქალბატონის მანანა გოგლიჩიძის მეუღლე

ჩვენი მედია სააგენტოს დღევანდელი სტუმარია საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქველმოქმედისა და ბიზნეს წრეებში გავლენიანი ქუთაისელი ბიზნესმენის გერმანე გოგლიჩიძის მეუღლე, ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე, რომელიც ამავე დროს აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული. ის საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი, ბათუმის მოდის კვირეულის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ. მას კარგად იცნობენ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც. ის არაერთი ოჯახის და ახალგაზრდის დამხმარე და ხელშემწყობია. აქტიურად არის ჩართული მოდის განვითარებაში, ახალგაზრდა მოდელების პოპულარიზაციასა და მათი ამ სფეროთი დაინტერესების საქმეში. ახლა ის თავად ისაუბრებს ოჯახზე და მის მეუღლეზე.

1. როდის დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი თქვენს
ბიოგრაფიაში ?

ჩემი გვარია სააკიანი. დავიბადე 1953 წლის 28 მარტს,დედა ნუციკო სხირტლაძე რაჭველი ქალბატონია,მამა კი სამი თაობის თბილისელი,ავლაბრელი.გავიზარდე უთბილეს ოჯახში,სადაც სიყვარული და პატივისცემა ჩვეულებრივი მოვლენაა.სტუმართმოყვარეობა ჩვენი ოჯახის კრედო იყო და არის დღემდე.ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი ჩემს ბიოგრაფიაში არის ოჯახის შექმნა და შვილების შეძენა,იმ ადამიანთან გადაკვეთა, რომელმაც ბედნიერი გამხადა,როგორც მეუღლე, დედა და ქალი.

 

2. რა პროფესია გიზიდავდათ ბავშვობაში და რომ გქონდეთ წლების უკან დაბრუნების შანსი რას შეცვლიდით ?

ბავშვობაში მხოლოდ იურისტის პროფესია მიზიდავდა და მხოლოდ ამ პროფესიისთვის ვემზადებოდი.ოჯახიც დავითანხმე, რომ თბილისში მივდიოდი სასწავლებლად და ბებოს და ბაბუს ოჯახში უნდა დავბრუნებულიყავი. მოხდა ის,რომ უფლის განგებით მამამ დილით გაიღვიძა და სასტიკი უარი მითხრა წასვლაზე.მე მთელი კვირა ვტიროდი, გარეთ არ გამოვდიოდი და ამ დროს,გერმან გოგლიჩიძე დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს,მიხვდით რაზეა ლაპარაკი,რომ წავსულიყავი თბილისში, ხომ ვერ შევხვდებოდი მთავარ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში.ეს ხომ უფლის გადაწყვეტილება იყო,დიდება უფალს!

3. პირველი სიყვარული რა ასაკში გეწვიათ?

18 წლის ასაკში გავიცანი ჩემი მეუღლე და პირველი სიყვარულიც მაშინ მეწვია,19 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი.ჩემი მეუღლე საოცრად კეთილი და თავდაჭერილი ადამიანია

4. შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორ მოგხიბლათ თქვენმა მეუღლემ?

ადამიანობით,კულტურით,წესიერებით,ასევე ის გახლდათ ცნობილი კალათბურთელი

5. როგორი მეუღლეა თქვენთვის და თუ იცლის საოჯახო საქმეებისთვის?

ჩემმა მეუღლემ დაიწყო ქუთაისის აბრეშუმის ქარხანაში მუშაობა,დაიწყო პირველი საფეხურიდან,27 წლის ასაკში გახდა გამოცდილი გენერალური დირექტორი,ეს იყო კატორღული შრომა,ვერც ხედავდა როგორ იზრდებოდა ბავშვები,მაგრამ საოცრად უყვარს შვილები და ყოველთვის მათ გვერდით დგას!უამრავი ნაშრომები და ჯილდოები აქვს თავის სპეციალობაში.ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ,არაერთხელ დავიწყეთ თავიდან ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჩვენს შვილებთან ერთად ყველაფერი შევძელით.

6. რამდენი წევრისაგან შედგება თქვენი ოჯახი?

ჩვენ ერთად ბევრი სირთულეები და შრომა გავიარეთ,გავაჩინეთ და გავზარდეთ ორი ძალიან ჭკვიანი და კეთილი ვაჟკაცები.გვყავს რძლები და ოთხი შვილიშვილი.ოჯახი ეს არის აკადემია, მაგრამ ყველა ოჯახს სხვადასხვა ლექტორატი სჭირდება,მთავარი პერსონა და ბორბალი სახლში ქალია, გარეთ კი მამაკაცი!

 

7. რა არ მოსწონს, რა უხარია, არის თუ არა მკაცრი ოჯახის თავკაცი?

არ მოსწონს უწესრიგობა,ტყუილი,ორპირობა და ღალატი.გერმან გოგლიჩიძე არის პირველი ადამიანი,რომელიც გვერდით დაუდგა ქუთაისში ყველა გაჭირვებულ ადამიანს!უამრავ თანხებს ვრიცხავდით ქუთაისის სხვადასხვა ფონდებში და პირადად ოჯახებში,ასევე პირველი სასტუმრო ჩვენმა ოჯახმა ააშენა ქუთაისში!

8. როგორი ბაბუაა შვილიშვილებისთვის და რამდენწლინი თანაცხოვრებას ითვლის თქვენი ბედნიერი ქორწინება ?

ჩვენ ყველაფერი შევძელით ერთად,ჩვენს შვილებთან.გერმანე არის საოცარი და განუმეორებელი ბაბუა,ძალიან ხომ არ ვიქებთ თავს, მაგრამ მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.ჩვენ ქორწინებისა და ბედნიერი თანაცხოვრების 45 წელი შეგვისრულდა წელს,10 ივლისს,რაც ერთად ვართ და არც ერთ დღეს არ გავიმეტებ შესაცვლელად.

9. რთულია იყოთ დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი?

ძალიან ძნელია იყო დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი!ამას ბევრი შრომა უნდა,ამასთან ერთად უნდა დარჩე პიროვნება,გქონდეს გატაცება და აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს

10. შვილების მიმართ რაიმე პრეტენზია თუ აქვს?

გერმანე არის საოცარი და განუმეორებელი ბაბუა,ძალიან ხომ არ ვიქებთ თავს, მაგრამ მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.ჩვენ მთელი საქართველო გვიცნობს.

 

11. რას ნიშნავს ბედნიერება თქვენებური შეფასებით?

ქალის ბედნიერება პირველ რიგში არის მოსიყვარულე ოჯახი და ყველას ჯანმრთელობა.ეს არის ნამდვილი ბედნიერება!სხვა დანარჩენი არის მოთხოვნილებები,ჩაცმა,მოგზაურობა.სიყვარული ეს ხელოვნებაა!ან გაქვს ეს დაბადებიდან, ან ვერ ისწავლი ამას ხელოვნურად!

 

http://kutaisitoday.com